ტიხონ ზადონელი (რუს. Тихон Задонский) (ერისკაცობაში ტიმოფეი საველის ძე სოკოლოვი (რუს. Тимофей Савельевич Соколов,), დაბადებული კირილოვი (რუს. Кириллов); დ. 1724, კოროცკო, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია — გ. 24 აგვისტო, 1783, ზადონის მონასტერი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი

ციტატები

რედაქტირება
  •  

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.


  •  

მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ და მეუფებენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან.


  •  

ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისაგან.


  •  

ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისაგან.


  •  

ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი - სხვებისა.


  •  

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.


  •  

თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა.


  •  

თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა.


  •  

ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი - არა. ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდანაც არ იძვრის; არამედ იყავი წანიამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის. უმჯობესია, ლამაზად ცხოვრობდე, ვიდრე ლამაზად ლაპარაკობდე.


  •  

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ, რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება