უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616) — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.
ციტატები
რედაქტირებაწუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს, მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას. | |
Pity the world, or else this glutton be, To eat the world's due, by the grave and thee. |
ციტატის წყარო: „სონეტი 1“
მემკვიდრე შეჰქმენ, რომ დაგიცხროს ეს იარები და სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარები! | |
This were to be new made when thou art old, And see thy blood warm when thou feel'st it cold. |
ციტატის წყარო: „სონეტი 2“
უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად, მაგ შენ სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს. | |
But if thou live, remember'd not to be, Die single, and thine image dies with thee. |
ციტატის წყარო: „სონეტი 3“
უმოდგმოდ ქრება სილამაზე, ვით მოჩვენება, მომავლის შემქმნელს ჭირისუფლად რჩება მშვენება. | |
Thy unused beauty must be tomb'd with thee, Which, used, lives th' executor to be. |
ციტატის წყარო: „სონეტი 4“
იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები, ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი. | |
But flowers distill'd though they with winter meet, Leese but their show; their substance still lives sweet. |
ციტატის წყარო: „სონეტი 5“
სიკვდილი აღარ მოგადგება თავის სანთლებით, მემკვიდრეებად არ დაგრჩება მიწის მატლები. | |
Be not self-will'd, for thou art much too fair, To be death's conquest and make worms thine heir. |
ციტატის წყარო: „სონეტი 6“
მალე ჩაქრება იმ მზესავით შენი მნათობიც, რადგან უშვილოდრჩები შენი უნიათობით. | |
So thou, thyself out-going in thy noon, Unlook'd on diest, unless thou get a son. |
ციტატის წყარო: „სონეტი 7“
ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა, ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა. | |
Whose speechless song, being many, seeming one, Sings this to thee: 'thou single wilt prove none.' |
ციტატის წყარო: „სონეტი 8“
ის ვერასოდეს ვერ იქნება სვისთვის იმედად, ვინც დასაღუპად თავის თავიც კი გაიმეტა. | |
No love toward others in that bosom sits That on himself such murderous shame commits. |
ციტატის წყარო: „სონეტი 9“
ასე თუ წახველ, ჩვენს მომავალს რაღა დარჩება? შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად. | |
Make thee another self, for love of me, That beauty still may live in thine or thee. |
ციტატის წყარო: „სონეტი 10“
ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები. | |
She carved thee for her seal, and meant thereby Thou shouldst print more, not let that copy die. |
ციტატის წყარო: „სონეტი 11“
ძვირფასო, ჟამის ულმობელი ცელი არ ცხრება, მაგრამ დასტოვე მოდგმა დროის გადასარჩენად. | |
And nothing 'gainst Time's scythe can make defence Save breed, to brave him when he takes thee hence. |
ციტატის წყარო: „სონეტი 12“
და თუ სიცოცხლე გინდა გქონდეს დაუშრობელი,- მამა ხომ გყავდა, შენც იყავი სხვისი მშობელი. | |
O, none but unthrifts! Dear my love, you know You had a father: let your son say so. |
ციტატის წყარო: „სონეტი 13“
თორემ იცოდე შენი გრძელი დღე დამოკლდება, ჭეშმარიტება სილამაზის გვერდით მოკვდება. | |
Or else of thee this I prognosticate: Thy end is truth's and beauty's doom and date. |
ციტატის წყარო: „სონეტი 14“
და რადგან ვიცი შენს სიბერეს ვერ გადავიტან, მე ჩემი ლექსით სიჭაბუკეს გამყნობ თავიდან. | |
And all in war with Time for love of you, As he takes from you, I engraft you new. |
ციტატის წყარო: „სონეტი 15“
სხვა თუ შექმენი, ის გახდება შენი სახატე, სხვამ რად დაგხატოს, შენი სახე თვითონ დახატე. | |
To give away yourself keeps yourself still, And you must live, drawn by your own sweet skill. |
ციტატის წყარო: „სონეტი 16“
მაგრამ თუ შენი ნაშიერი იცხოვრებს მაშინ, მასშიც იცოცხლებ და ამ ჩემი რითმების ხმაშიც. | |
But were some child of yours alive that time, You should live twice; in it and in my rhyme. |
ციტატის წყარო: „სონეტი 17“
ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი, მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავყოფილი. | |
So long as men can breathe or eyes can see, So long lives this and this gives life to thee. |
ციტატის წყარო: „სონეტი 18“
მაგრამ თუ გინდა, შენი ცელით ყველა გათიბე, ეს ჩემი ლექსი გადაარჩენს მის სინატიფეს. | |
Yet, do thy worst, old Time: despite thy wrong, My love shall in my verse ever live young. |
ციტატის წყარო: „სონეტი 19“
და თუკი ქალებს უწყალობე, რაც რამ გებადა, მე გრძნობა მომეც, მათთვის დაგრჩეს ღელვა ვნებათა. | |
But since she prick'd thee out for women's pleasure, Mine be thy love and thy love's use their treasure. |
ციტატის წყარო: „სონეტი 20“
დე, სხვა პოეტმა ააქუხოს ლექსი ფინთიხად, მე ფასს არ გადებ, – გასაყიდად როდი მინდიხარ | |
Let them say more than like of hearsay well; I will not praise that purpose not to sell. |
ციტატის წყარო: „სონეტი 21“
შენც დანაცრდები, ჩემი გრძნობა თუ დასამარდ, გული მაჩუქე, ნაჩუქარი აღარ წამართვა. | |
Presume not on thy heart when mine is slain; Thou gavest me thine, not to give back again. |
ციტატის წყარო: „სონეტი 22“
თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას, მაშინ თვალებით გაიგონებ, სატრფომ რაც გითხრა. | |
O, learn to read what silent love hath writ: To hear with eyes belongs to love's fine wit. |
ციტატის წყარო: „სონეტი 23“
თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია, სახეს ხატავენ, გულისა კი არა იციან. | |
Yet eyes this cunning want to grace their art; They draw but what they see, know not the heart. |
ციტატის წყარო: „სონეტი 24“
მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის, მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის. | |
Then happy I, that love and am beloved Where I may not remove nor be removed. |
ციტატის წყარო: „სონეტი 25“
ჩემს სიყვარულზე შემოძახილს მაშინ გავბედავ, ჯერ კი ჩუმად ვარ, სანამ ბედი მიჩანს ავბედად. | |
Then may I dare to boast how I do love thee; Till then not show my head where thou mayst prove me. |
ციტატის წყარო: „სონეტი 26“
დღისით დაქანცულს ღამე მწამლავს ფიქრების შხამით, არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით. | |
Lo! thus, by day my limbs, by night my mind, For thee and for myself no quiet find. |
ციტატის წყარო: „სონეტი 27“
დღე კვლავ მაწამებს, ჩემსკენ ვეღარ გადმოვიბირე, და მწუხრი ისევ მწუხარებით ტანჯვას მიპირებს. | |
But day doth daily draw my sorrows longer And night doth nightly make grief's strength seem stronger. |
ციტატის წყარო: „სონეტი 28“
ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა, რა ბედენაა, მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა. | |
For thy sweet love remember'd such wealth brings That then I scorn to change my state with kings. |
ციტატის წყარო: „სონეტი 29“
მაგრამ როდესაც გულმოკლული შენს სახეს ვხედავ, ვეღარ კაეშნობს კაეშანი გარდასულ დღეთა. | |
But if the while I think on thee, dear friend, All losses are restored and sorrows end. |
ციტატის წყარო: „სონეტი 30“
თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას. |
ციტატის წყარო: „ჰამლეტი“ I ტომი გამომცემლობა - „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1980 წ.
სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი. |
უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე. |
ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება. |
კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა. |
არა - სულელი ის არის, ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა. |
გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია. |
ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს. |
ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით. |
სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში. |
თუ ადამიანი, რომელიც გაძარცვეს, იღიმის, ესე იგი თავადაც მოპარა ქურდს რაღაც. |
ყველა გიჟს თავისი ლოგიკა აქვს. |
რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია. |
სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი. |
უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი. |
ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს. |
ბედნიერი ვართ იმითი, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზე არ ვაზივართ. |
სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს. |
გამბედაობა ჩემი მეგობარია. |
დაბადება მოტაცებას ჰგავს, რომლის შემდეგ მონობას გისჯიან. |
სიკვდილი – ეს საშინელებაა. |
მიეცი შენი ფიქრები ენას. |
ღმერთმა ერთი სახე მოგცა. შენ კი უნდა ეცადო, რომ მეორე შექმნა. |
მე ერთ დროს გაღმერთებულიც კი ვიყავი. |
მე ვთქვი: აქ არ არის სიბნელე, მაგრამ აქაურობა სავსეა უვიცობით. |
ბევრი ისმინე, მაგრამ ცოტა ილაპარაკე. ყური მიაპყარ სხვების აზრსა, შენი დაფარე. |
არაფერს ელოდე არაფრისგან. |
ნელა თქვი, თუ, რა თქმა უნდა, სიტყვა სიყვარულს ამბობ. |
ეჭვი ყოველთვის სტუმრობს დამნაშავე გონებას. |
არც ერთი ხელოვნება არ შეისწავლის ადამიანის სახეს. |
აქ ბევრია ისეთი, ვისაც ჭკუაზე მეტი თმა აქვს. |
გაკეთდა – ესე იგი შეუძლებელიც არ ყოფილა. |
წარსული – ეს პროლოგია. |
კარგით, თუ ფორტუნა იქნებოდა ქალი, მაშინ იგი საკმაოდ ახალგაზრდაც იქნებოდა ამ მექანიზმისთვის. |
ჩვენ ვიცით რაც ვართ, მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება ვყოფილიყავით. |
ჩვენ დროის საკითხნი ვართ, დრო კი მირბის. |
რომ გააკეთო რაიმე დიდი და რაც მთავარია სწორი, მაშინ მოგიწევს პატარა არასწორის გაკეთებაც. |
სიტყვები, სიტყვები, სიტყვების მთელი ტბები, მაგრამ გულისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. |
დაუფიქრებელ სიტყვებს სამოთხისკენ გზა მოჭრილი აქვთ. |
ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია. |
როდესაც მამა ჩუქნის შვილს, ორივე იცინის. როდესაც შვილი ჩუქნის მამას, ორივე ტირის. |
როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა. |
როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი. |