უილ როჯერსი (ინგლ. Will Rogers) (დ. 4 ნოემბერი, 1879 – გ. 15 აგვისტო, 1935) — ამერიკელი იუმორისტი.

უილ როჯერსი

ციტატები რედაქტირება

  •  

დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, იყო კომიკოსი, როცა მთელი მთავრობა შენთვის მუშაობს.


  •  

ყოველი ჩვენგანი ვერ გახდება გმირი, ვიღაც ხომ მაინც უნდა დარჩეს ტაშის დამკვრელი.


  •  

ვერ იტყვი, რომ ცივილიზაცია წინ არ მიიწევს - სხვა თუ არაფერი, ყოველ ომში განსხვავებული მეთოდებით ხოცავენ ხალხს.


  •  

მადლობა უნდა ვთქვათ, რომ არ გვყავს იმდენი ხელისუფალი, რამდენსაც ვუხდით.


  •  

რეკლამა - ეს არის ხელოვნება, დაარწმუნო ხალხი, დახარჯონ ფული, რომელიც არ აქვთ, იმაზე, რაც საერთოდ არ სჭირდებათ.


  •  

ჩვენ ვართ პირველი ერი ისტორიაში, რომელიც ღატაკთა სახლში ავტომობილით მიდის.


  •  

მე არ ვარ ნამდვილი კინოვარსკვლავი. მე ჯერ კიდევ ის ცოლი მყავს, რომელიც ოცდარვა წლის წინ.


  •  

ხახვს შეუძლია ცხარე ცრემლებით აატიროს ადამიანი, მაგრამ ჯერ არ გამოუგონიათ ბოსტნეული, რომელიც მათ გააცინებს.


  •  

დიპლომატია ხელოვნებაა, თქვა : „რა საყვარელი ძაღლია!“, როცა კლდეს უყურებ.


  •  

ჩვენი კონსტიტუცია იცავს ჯაშუშებს, ლოთებსა და ამერიკის სენატორებს.


  •  

თუკი აღმოაჩინე, რომ ორმოში ზიხარ, პირველი რაც უნდა გააკეთო, ესაა - შეწყვიტო თხრა.


  •  

მხოლოდ მანამდე ხარ კომიკოსი, სანამ საკუთარ თავს სერიოზულად უყურებ და მაყურებელი სერიოზულად აღგიქვამს.


  •  

გმირობა ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა.


  •  

ყველაფერი სასაცილოა, სანამ შენ არ გეხება.


  •  

ამერიკას არასდროს წაუგია ომი და არასდროს მოუგია კონფერენცია.

 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
უილ როჯერსი