ურბან II
ურბან II (ლათ.:Urbanus PP. II) (საერო სახელი ედ (ოდო) დე შატიიონ დე ლაჟერი, დ. 1042 — გ. 29 ივლისი, 1099) — რომის პაპი 1088 წლის 12 მარტიდან 1099 წლის 29 ივლისამდე. აგრძელებდა გრიგოლ VII-ს პოლიტიკას. 1095 წელს მის მიერ მოწვეულ კლერმონის საბჭოზე პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა მუსულმანთა წინააღმდეგ, რისთვისაც ლაშქრობის მონაწილეებს ცოდვების მიტევებას შეჰპირდა. რეიმსელმა ბერმა, რომელიც კლერმონის კრებას ესწრებოდა შემოგვინახა ურბან II-ის მიმართვა:
ციტატები
რედაქტირება„იერუსალიმიდან და კონსტანტინოპოლიდან ჩვენამდე ცუდი ამბები აღწევს. სელჩუკები, უცხო ტომის ურწმუნო ხალხი, შეიჭრა ქრისტიანთა მიწაზე და მახვილით, ძარცვით და ცეცხლით გაავერანა. განსაკუთრებით წმინდა საფლავის ბედი უნდა იყოს თქვენი გულის ნადები, რომელიც ამ ცოდვილი ხალხის ხელშია, ისევე როგორც სხვა წმინდა ადგილების, რომელთაც ეს უწმინდურები ბილწავენ... |
ლიტერატურა
რედაქტირებაქართული საბჭოთა ენციკლოპედია; გვ.170, თბ., 1986