უსიერ ტყეში
უსიერ ტყეში - იაპონელი სიტყვის ოსტატის რიუნოსკე აკუტაგავას ფსიქოლოგიური მოთხრობა.
- ჭეშმარიტად, რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან ელვა.
- „უსიერ ტყეში“. მოთხრობა. წ. 2. თბ., „განათლება“, 1987.
- მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი ჩანს, მაგრამ ის თქვენი მოკლულია და ვინ იცის, კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაული უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩემი.
- „უსიერ ტყეში“. მოთხრობა. წ. 2. თბ., „განათლება“, 1987.
- ცოცხალი ვარ და ამით სულაც ვამაყობ.
- „უსიერ ტყეში“. მოთხრობა. წ. 2. თბ., „განათლება“, 1987.
- მოკალი! - გაჰკიოდა ცოლი თან სახელოზე ებღაუჭებოდა. ავაზაკმა თვალი გაუშტერა ქალს, მაგრამ არც ჰო უთქვამს, არც არა და უცებ წიხლის კვრით მიაგდო ჩამოცვენილ ფოთლებზე. გულზე ხელდაკრეფილი ავაზაკი ახლა ჩემკენ მობრუნდა: რა ვუყოთ ამ ქალს? მოვკლათ თუ ვაპატიოთ? პასუხად მხოლოდ თავი დამიქნიეთ. მოვკლათ? მარტო ამ სიტყვებისთვის მზად ვარ, იმ ავაზაკს ყველაფერი ვაპატიო.
- „უსიერ ტყეში“. მოთხრობა. წ. 2. თბ., „განათლება“, 1987.