ფრანგული ანდაზები
- აკრძალული ხილი ყველაზე გემრიელია.
- ბებერ ძაღლს ახალ ფანდებს ვეღარ ასწავლი.
- გამარჯვებულ გუნდს წევრები არ ტოვებენ.
- გამოუჩეკავ წიწილებს ნუ დაითვლი.
- დამდუღრულ კატას ცივი წყლისაც კი ეშინია.
- დიდი მუხა პატარა რკოდან იზრდება.
- ვაჟკაცებს ბედი სწყალობთ.
- ვინც ყველაზე მეტი იცის, ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობს.
- თბილი შობა ცივ აღდგომას მოასწავებს.
- თუ ომლეტის ჭამა გინდა, მაშინ კვერცხების გატეხვაც მოგიწევს.
- თუ გინდა, საქმე კარგად გაკეთდეს, მაშინ შენითვე გააკეთე.
- თუკი დოზას გადააჭარბებ, ყველაფერი საწამლავია.
- კაცები სიყვარულს უხსნიან მანამ, სანამ განიცდიან ამ გრძნობას, ქალები კი — მას შემდეგ, რაც განიცადეს.
- კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.
- ლეოპარდი ვერ მოიცილებს თავის ლაქებს.
- მათხოვრები არ ირჩევენ.
- მდიდარია ის კაცი, ვინც ვალებს იხდის.
- მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!
- მეწაღის შვილები ფეხშიშველა დადიან.
- მყეფარა ძაღლი არასდროს იკბინება.
- ნუ გააღვიძებ მძინარე ძაღლს.
- პოლის ვალის გასასტუმრებლად პიტერს ნუ გაძარცვავ.
- პუნქტუალობა ზრდილობის მეფეა.
- სანამ უთო ცხელია, მანამ უნდა გააუთოო.
- სიყვარული ბრმაა.
- სიცილი საუკეთესო წამალია.
- ფული ხეებზე არ იზრდება.
- ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი.
- ქალი იცინის, როცა ეცინება და ტირის, როცა სურს.
- ქურდს შესაძლებლობა ქმნის.
- ღამით ყველა კატა ნაცრისფერია.
- ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ ჩააწყობ.
- ყველა ჯეკს თავისი ჯილი ჰყავს.
- შენს ჭუჭყიან თეთრეულს სახალხოდ ნუ გამოფენ.
- შეჭამე თევზი, სანამ ახალია და გაათხოვე შენი ქალიშვილი, სანამ ახალგაზრდაა.
- შიმშილი საუკეთესო სანელებელია.
- შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა.
- ცნობისმოყვარეობამ კატა მოკლაო.
- ძაღლი ძაღლს არ ჭამს.
- წიგნს მარტო ყდით ვერ განსჯი.