ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (ინგლ. Francis Scott Key Fitzgerald) (დ. 24 სექტემბერი, 1896, სენტ-პოლი, მინესოტის შტატი — გ. 21 დეკემბერი, 1940, ჰოლივუდი) — ამერიკელი მწერალი.
ციტატები
რედაქტირებაგაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე, რომ ამქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია. |
ციტატის წყარო: „დიდი გეთსბი“
შენ ან მონადირე ხარ ან მსხვერპლი, ან მოქმედებ ან უკან იმალები. |
ციტატის წყარო: „დიდი გეთსბი“
სილამაზის ერთ-ერთი თვისებაა, აირეკლო საუკეთესო, რაც იმ ადამიანებშია, რომლებიც ტკბებიან ამ სილამაზით. |
ციტატის წყარო: „ნაზია ღამე“
დარწმუნებით ხომ ვერასდორს იტვყი, რამდენად დიდი ადგილი გიკავია სხვის ცხოვრებაში. |
ციტატის წყარო: „ნაზია ღამე“
ან იფიქრე ან ის, ვინც შენს მაგივრად ფიქორბს, წაგართმევს ძალას, გადააკეთებს შენს გემოვნებას და გამოგფიტავს. |
ციტატის წყარო: „ნაზია ღამე“
ნებისყოფის ძალა, ეს ერთადერთი ზღვარია სიკეთესა და ბოროტებას შორის, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც სიკეთით ცხოვრობდეს და არ ჰქონდეს ნებისყოფა. |
ციტატის წყარო: „სამოთხის ამ მხარეს“
ჭკუა და შესაძლებლობა ყველას სხვადასხვა რაოდენობით აქვს, აი კუჭი კი ყველას ერთი ზომის გააჩნიათ. |
ციტატის წყარო: „სამოთხის ამ მხარეს“
დაქორწინებულ ქალს არ სურს ისევ ქალიშვილად იქცეს, მას სურს ისევ განიცადოს თაფლობის თვე. |
ციტატის წყარო: „სამოთხის ამ მხარეს“
მაჩვენეთ გმირი და მე დავწერ ტრაგედიას. |
„დიდ“ კაცს არაფრისთვის არ რჩება დრო გარდა იმისა, რომ უბრალოდ იჯდეს და იყოს დიდი. |
ყველაზე მაგრად იმ კარს კეტავენ, რომელსაც არსად შევყავართ, ალბათ იმიტომ, რომ სიცარიელე უშნოა და სრცხვენიათ. |
მწერალი წერს არა იმიტომ, რომ რაღაცის თქმა უნდა, არამედ იმიტომ, რომ სათქმელი აქვს. |
მას უნდა, რომ გამაღმერთოს. მე კი მინდა, რომ ვიყო მიკი მაუსი. |