ქარავანი
ქარავანი - ჯემალ ქარჩხაძის რომანი, რომელიც ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს ასახავს
- ჩვენ გამუდმებით მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- არაფერი არ არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არ აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებელი თბილი ღიმილით იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს, შესაძლებელია უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს, როცა საქმეშ ფარგალი სახაზავი, ფარგალი და გონება შაერევა.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგი ლამაზია, ზოგი უშნოა, ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტია, ზოგი ხელგაშლილია, ზოგი ხელმოჭერილია... რომან ადეიშვილი არანაირი არ იყო. არავითარი თვისება არ ჰქონდა, არავითარი ნიშანი, ზოგს ნიშანი და თვისება რომ არ აქვს სწორედ ეს არის ნიშანი და თვისება, მისთვის კი არც უნიშნობა და არც უთვისებობა იყო რაიმე ნიშანი და თვისება. იგი ისეთი ჯურის ხალხს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ათასჯერ ნახავ და მეთერთმეტედ, ქუჩაში რომ შეგხვდება, მაინც ვერ იცნობ.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- ჭეშმარიტი მსახიობი, ის, ვისაც მოწოდებით მსახიოს ვეძახით, დეზერტირია, რომელიც საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებს და ამიტომაც ნიღბების ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- ნუთუ არ იცით, რომ ყოველი კაცის ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წინამავალთა გამოცდილებაა? თეორიული მაქსიმუმი, რაც პიროვნული გენიისთვისაა დარჩენილი, არის ერთი პროცენტი და ვინც ამ ერთ პროცენტს გამოიყენებს, სწორედ ის არის გენიოსი.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიძია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ რუსთაველია ამაღლებული.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და საკუთარ თავს უმტკიცო, რომ ვისაც მოსწონხარ, სწორედ მას აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- ჩვენი ხნის ერებმა საქმე დიდი ხანია მოათავეს. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში. ამაში საკვირველი არაფერია. ვისაც ეს ხელს არ აძლევს, მან საკუთარი თავი უნდა უარყოს, რადგან თავისუფლება საკუთარი თავის უარყოფით იწყება. თვისებებზე უნდა თქვას უარი და, თუ ამის შემდეგ რაიმე დარჩა, იმას უნდა დაეპატრონო და მოუფრთხილდე, მაგრამ დარჩება რამე? აი, ეს არის საკითხავი.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- ყოველ კაცს განვითარების საკუთარი, პიროვნული ბილიკი აქვს, რომელიც ერთ საერთო გზას უნდა უერთდებოდეს და თუ არ უერთდება, ეს ბილიკი გაუქმებული ბილიკია.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
- სხეული ხელოვნური რამაა, სკაფანდრია, რომელიც სულს იმისთვის დასჭირდა, რომ დროსა და სივრცეს მორგებოდა და კონკრეტულ სამყაროში გამოვლენილიყო. სიცოცხლე და სიკვდილი სკაფანდრის არსებობის ფორმაა და არა სულის. სკაფანდრი გაცვდება და დაიშლება სული კიცქვიტად დაუბრუნდება თავის საწყისს, თავის წყაროს.
- „ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.