ქართული ანდაზები
# ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
- ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
- ა, დათვი და ა, კვალი!
- აასვენა, აღარ დაასვენა.
- ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
- აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
- აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
- აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
- ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
- ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი
- ავი კაცი თავისთავის მკვლელია
- ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო.
- ავი შვილი დედმამის მაგინებელიაო.
- ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
- ავმა რა ქნა - ავის მეტი
- ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
- ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
- ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
- არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
- არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო
- არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
- არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
- არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
- არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
- არწივს საკენკით ვერ გააძღობო
- ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
- ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
- აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
- აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
- აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
- ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
- არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი
ბ
- ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.
- ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
- ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
- ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
- ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
- ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
- ბაძვა სჯობია შურსაო
- ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
- ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
- ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
- ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
- ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
- ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
- ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
- ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
- ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
- ბრმა რას სჩიოდა და _ ორთავ თვალსაო!
- ბრმათა შორის ცალ თვალიო, არს პირველი სარდალიო
- ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო
- ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
- ბუტიას კერძი გემრიელიაო
- ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო
გ
- გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
- გამგონი გაიგონებსო
- გამშველებელს მოხვდებაო
- გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
- გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
- გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო
- გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
- გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
- გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
- გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
- გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
- გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
- გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
- გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
- გონიერსა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს
დ
- დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
- დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
- დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
- დათვს ყურები დააგლიჯეს, თაფლთან ვერ მიიყვანესო, მერე კუდიც მოაგლიჯეს, ვეღარ გამოიყვანესო
- დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
- დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
- დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
- დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
- დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
- დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
- დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
- დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
- დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
- დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო
ე
- ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
- ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
- ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
- ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
- ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
- ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
- ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
- ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
- ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
- ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
- ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
- ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
- ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
- ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
- ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
- ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო
ვ
- ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
- ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
- ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
- ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
- ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია.
- ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო
- ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის
- ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა.
- ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
- ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
- ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო
- ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
- ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
- ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
- ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
- ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
- ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო
- ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
- ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
- ვირმა ნარი მოიტანა, დაჯდა და ისევ თვითონ დახვრიმა
- ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა
ზ
- ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
- ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
- ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
- ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
- ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
- ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
- ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
- ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
- ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
- ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
- ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო
თ
- თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
- თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
- თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
- თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
- თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
- თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
- თვალი უნებურიაო
- თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
- თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
- თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
- თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
- თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
- თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
- თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
- თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
- თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
ი
- იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
- იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
- იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
- იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
- იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
- იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.
- იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
- იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
- ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი.
- ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
- ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
- ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
- ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
- ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
- იხარე, ჭერო, იმრავლე, ერო!
- იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!
კ
- კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
- კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო
- კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
- კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
- კაისათვის კაი ვის უქნია
- კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
- კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
- კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
- კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება
- კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
- კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
- კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
- კაცი კაცის წამალიაო
- კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
- კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
- კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
- კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
- კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
- კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
- კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო
- კაცი კაცითაო და ღობე – ქაცვითაო.
- კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
- კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო
- კვიცი გვარზე ხტისო
- კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
- კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება
- კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო
ლ
- ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო.
- ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
- ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
- ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
- ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
- ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით
მ
- მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
- მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
- მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
- მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
- მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
- მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო
- მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
- მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
- მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო
- მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
- მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
- მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
- მგზავრის დგომა - ცდომააო
- მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი მაინც ტყისკენ გარბოდაო.
- მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
- მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს – ვინ გაჩუქაო
- მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
- მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
- მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
- მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
- მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
- მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
- მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
- მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო
- მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
- მოთმინება - სამოთხის გასაღებია
- მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
- მომრევის მომრევი არ დაილევაო
- მოყვარული ცოლ–ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
- მოჩქარეს მოუგვიანდესო
- მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
- მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო
- მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო
- მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
- მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო
ნ
- ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
- ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
- ნაყიდს გემო არა აქვსო
- ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
- ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
- ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
- ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
- ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
- ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო
ო
- ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო
- ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
- ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
- ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
- ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
- ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
- ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
- ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
- ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
- ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო
- ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო
პ
- პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
- პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
- პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
- პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
- პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
- პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
- პატიოსნება უენოდ ლაპარაკობს
- პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
- პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა
- პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
- პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო
ჟ
- ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
- ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში
- ჟამი ჟამითა, თორემ წირვა ნიადაგ იწვისო
რ
- რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
- რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
- რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
- რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
- რასაც დასთეს, იმას მოიმკი
- რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
- რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო
- რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
- რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
- რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
- რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
- როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
- რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო
- რატო მოხვედი რო დამაძინოო ? არაო რატო გგონიაო
ს
- სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
- სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
- სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
- სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
- სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
- საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
- სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
- სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ- -მამაო
- სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
- სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა
- სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს
- სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
- საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
- საქონელს თვალი სჭამსო
- საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
- საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო
- სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
- სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა
- სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
- სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
- სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
- სირცხვილი - სიკვდილიაო
- სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
- სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი
- სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
- სიფრთხილეს თავი არ ატკივაო
- სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
- სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა
- სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
- სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს
- სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
- სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
- სხვა სხვისა ომში გმირია
- სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
- სხვისი ლუკმა გემრიელია
ტ
- ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
- ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
- ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
- ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
- ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
- ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
- ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
- ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
- ტყუილს მოკლე ფეხები აქვს
უ
- უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
- ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
- ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
- ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს
- ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
- უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა
ფ
- ფათერაკს თვალი არ უჩანს
- ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
- ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
- ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო
- ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
- ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
- ფონი გასავალს დალოცე
- ფული პატარა ღმერთიაო
ქ
- ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო
- ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი
- ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო
- ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
- ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
- ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
- ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო
- ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება
- ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
- ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
- ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
- ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
- ქვეყანა ჩალით დახურული როდია
- ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
- ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
- ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
- ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
- ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
- ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
- ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
- ქურდს ქუდი ეწვისო
- ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი
ღ
- ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
- ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
- ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
- ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
- ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
- ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
- ღარიბის ლუკმა ტკბილია
- ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა
- ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
- ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო
- ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო
ყ
- ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო
- ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო
- ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა
- ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო
- ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო
- ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო
- ყველა გლახას დიდი გული აქვს
- ყველა დაბალ ღობეზე გადადის
- ყველა თავის ბედის მკვერავია
- ყველა კაცი სიკვდილის შვილია
- ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია
- ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს
- ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს
- ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი
- ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო
- ყველი და პური - კეთილი გული
- ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო
- ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო
- ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო
შ
- შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.
- შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო.
- შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო.
- შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო.
- შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა.
- შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია.
- შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი.
- შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს.
- შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
- შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.
- შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება.
- შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო.
- შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.
- შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე.
- შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა.
- შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის.
- შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
- შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო.
- შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.
- შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო.
- შუბი ხალთაში არ დაიმალებაო.
- შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.
- შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.
ჩ
- ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო
- ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო
- ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი
- ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო
- ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
- ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო
- ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა
- ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო.
- ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო.
- ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ
- ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო
- ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო
- ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო
ც
- ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო
- ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო
- ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო
- ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო
- ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო
- ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება
- ცას არავინ შეაბერდება
- ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო
- ცდა ბედის მონახევრეა
- ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა
- ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო
- ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო
- ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები
- ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო
- ცვილი რკინად არ გამოდნების
- ცისარტყელას დარი მოსდევსო
- ციხე შიგნიდან გატყდებაო
- ცოდვა კაცს არ მოასვენებსო
- ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო
- ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი
- ცოდო კაცს არ დააყენებს
- ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა
- ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი
- ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა სჯობიან
- ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა
- ცხენს მისივე ფეხები იპარავსო
- ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო
ძ
- ძალა ერთობაშია
- ძალა აღმართსა ხნავს
- ძალად ბედს ვერავინ იშოვნის
- ძალას რიგზე მოხმარება უნდაო
- ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო
- ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო
- ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს
- ძაღლი ხსენებაზედაო
- ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის
- ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო
- ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს
- ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ
- ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო
- ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია
- ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო
- ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო
- ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო
- ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა
წ
- წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო
- წაბაძულობით ვაცი დამაკდაო
- წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო
- წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო
- წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო
- წინ მავალი უკან დარჩებაო
- წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო
- წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს
- წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო
- წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო
- წყალი პირველად პატარასაო
- წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება
- წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო
- წყალი სათავით მონახე
- წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო
დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო. - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო
ჭ
- ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი
- ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო
- ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო
- ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო
- ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?
- ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო
- ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა
- ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო
- ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
- ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია
- ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო
ხ
- ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი
- ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს
- ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება
- ხარბის თვალს მიწა გააძღებსო
- ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება
- ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო
- ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო
- ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა
- ხე ნაყოფით იცნობება
- ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
- ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო
- ხემ თქვა: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“
- ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
- ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება
- ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო
- ხუმრობაში კაცი მოკლესო
ჯ
- ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა
- ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი
- ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო
- ჯერ ძილი მერე სიზმარი
- ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო
- ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა
- ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდაო
ჰ
- ჰა პირი და ჰა პურიო.
- ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
- ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.
- ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო!
- ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
- ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა.
- ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.