ქვევრი - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კომპოზიტორი გია ყანჩელი. როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე (გოგია), ვახტანგ სულაქველიძე (აბესალომი), ჰენრიეტა ლეჟავა (მარო), ეროსი მანჯგალაძე (მილიციის უფროსი), ოთარ ზაუტაშვილი (პავლე, მილიციელი), ეპიზოდებში გივი ბერიკაშვილი.

კადრი ფილმიდან: აბესალომი ქვევრში


  • ამოჰკარ კაცო, ამოჰკარ-მეთქი კაცო! იიჰ, როგორ ტყუილა გაჭმევთ პურსა, დაჯე! დააჭირე! - გოგია.


  • სად აჭერ, სადა?! რა ღმერთი გიწყრება! - გოგია.


  • -რა ვიცი კაცო რას დავაჭირო?! მაგ ქვევრის ამბავმა, სულ გამომაშტერა! - მარო,
    -წადი, წადი მააწექი! - გოგია,
    -დაიქოქა გოგი, დაიქოქა! - მარო.


  • ეშველება რამე? - გოგია.


  • ეე! აი, წებოო! აქაური არ იქნება, აი?! - გოგია.


  • დასწყევლა ღმერთმა! ეე რამაგარი წებო ყოფილა?! თავში ქვა იხალე, როგორც გინდა ისე გამოძვერი! - გოგია.


  • -მამცეს სამასი მანეთი და გავტეხავ, - გოგია,
    -აკი, ორასი მივეციო?! - მარო,
    -ხმა ჩაიწყვიტეე! - გოგია.


  • ჩემს კისერზე გინდა იცხოვრო არა?! არ გამოგივა! - გოგია.


აუდიო ნაწყვეტი:მარო მააწექი! - გოგია.
  • მაროო, მარო, მააწექი! - გოგია.


  • -რა ოხრად და თავში სახლელად მინდა ეგ შენი ფული, ჰაა?! - აბესალომი,
    -განა არ ვიცი, გეცოტავა, -გოგია,
    -რა მეცოტავა კაცო, შენ გიჟი ხომ არა ხარ?! - აბესალომი,
    -გიჟი რო ვიყო მანდ ვიჯდებოდი. მე შენთან ანგარიში გასწორებული მაქვს, აი ნახე, რაც მოგივა ისევ შენ თავს დააბრალე. - გოგია.


  • შენც კაი ვინმე ხარ აბესალომ, რო მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი? - მარო.


  • იმერლები დასწყევლა ღმერთმა! - აბესალომი.


  • ახლა, თქვენ რომ მოგიყვანათ, შეეშინდებოდა ქვევრსა და ყელი გაუგანიერდებოდა, თუ რა?! - აბესალომი.


  • ხედავ უფროსო, მილიციას მასხარად იგდებს! - გოგია.


  • -როგორ მოხვდი მანდა? - მილიციის უფროსი.
    -როგორ მოხვდი მანდა, უპასუხე უფროსსა! - მილიციელი პავლე
    -ბავშობიდან აქა ვზივარ. - აბესალომი.
    -ბავშობიდან აქა ვზივარო, - პავლე,
    -ჰმ, ხუმროობს?! - უფროსი.


  • -კაცო, ამოდენა ნახვრეტში, თავი თუ გამეეტია, ეე, ტანი რატო არ ეტევა, ჰაა? - უფროსი
    -აბა რა, გიჟი ხო არ არის მანდ რო ზის?! - თანასოფლელი.
    -ხელს ნუ გვიშლით ამხანაგო! ჩვენ თითონ გავარკვევთ.
    ჰოდა რას გეუბნები, კარგად დამიგდე ყური! თავი თუ გამოეტია, ტანი რატო არ ეტევა?
    -ეს, ხო წრეა? ლაუაზიეს კანონია. - პავლე.
    -ლაუაზიე ვინ არი? - უფროსი.


  • -გაიხადე ყველაფერი და ფეხებით წამოდი! - უფროსი.
    -მერე მაგ ფეხებსა მხრები არ მოყვება?! სხვა რამე მოვიფიქროთ.


  • გატეხე ქვევრი. - უფროსი.
    -არა მე ქვევრს არ გავტეხავ! - გოგია.
    -ჰოო და, არ გატეხავ და გყავდეს მანდა!
    -იქნებ, ერთხელ კიდევ შააშინო?


  • -მე მგონი, მაგას ნაწილ-ნაწილ თუ გამოვიტანთ? - თანასოფლელი.
    -როგორა? - პავლე
    -როგორა და, ჯერ ერთ ნაწილს, გამოვიტანთ, მერე - მეორესა, გაიგეე?
    -რას ამბობ კაცო! რეებს მიედ-მოედები?!
    -ჰოო და მერე ავიღოთ და თავისივე წებოთი შევაერთოოთ.


აუდიო ნაწყვეტი: მილიციის უფროსი
  • ოოო, ძალიან რთული საკითხია, ძალიან. აი, ეგეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში მე არ მქონია ძმაო! - მილიციის უფროსი.


  • ორშაბათს მოხვალთ ჩემთან განყოფილებაში შენა და ისა. თუმცა ის როგორ მოვა კაცო?! ჰო, მოკლედ, მოხვალთ და იქ გავარკვევთ. - მილიციის უფროსი.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • რა ვქნა ძმაო, ქვევრის გატეხვა თქვენა არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვაარ, ბიჯოს! - მილიციის უფროსი


  • -ბარაქა გოგი! - აბესალომი.
    -წადი შენი! ვითომ ძალიან უხარია ჩემი ბარაქა. - გოგია.


  • ამტვრევ არა ამტვრევ, შე შობელძაღლო! - გოგია.


  • ეგ რა ჰქენით, ჰაა! არა გრცხვენიათ! გაეთრიეთ აქედანაა! პირველად ვნახე ქვევრის წაბილწვა. მოშორდით აქედან, თქვე ვირებო!!! - გოგია,
    -მა რა ექნა, ხო არ გასკდებოდა კაცი? - თანასოფლელი.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება