შავი ჭირი
შავი ჭირი - ალბერ კამიუს ლიტერატურული შედევრი.
- სიკვდილი არაფერია ჩემისთანა ადამიანებისათვის. ეს უბრალოდ მოვლენაა, რომელიც ჩვენს სიმართლეს ამბობს.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდა უნებურად ხოტბას შევასხამთ ბოროტებას.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- ყურში სიხარულის ყიჟინა ჩაესმოდა, მაგრამ ახსოვდა, რომ ამ სიხარულს საფრთხე ელოდა, რადგან იცოდა ის, რაც ამ მოზეიმე ბრბომ არ უწყოდა და რაც შეიძლება წიგნებში ამოიკითხო კაცმა, იცოდა, რომ შავი ჭირის ბაცილა არასოდეს კვდება და არც არასოდეს ქრება, რომ მას შეუძლია ათეულობით წელი ეძინოს ავეჯსა თუ თეთრეულში, მოთმინებით იცადოს ოთახებში, სარდაფებში, ჩემოდნებში, ცხვირსახოცებში, ქაღალდებში და ,იქნებ, ერთი დღეც დადგეს, როცა ადამიანთა საუბედუროდ თუ მათ ჭკუის სასწავლებლად, შავი ჭირი კვლავ გამოაღვიძებს ვირთხებს და სასიკვდილოდ გამოგზავნის ბედნიერ ქალაქში.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- რა მოვიმოქმედოთ, რომ ტყუილად არ დავკარგოთ დრო? პასუხი:სრულად შევიგრძნოთ იგი.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- მთავარია, კარგად აკეთო შენი საქმე.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- სიბრალული გღლით, როდესაც ის არაფრის მაქნისია.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- სამყარო მეტად დიდხანს იყო ბოროტებასთან წილნაყარი, მეტად დიდხანს ჰქონდა ღვთის მოწყალების იმედი.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- უბედურების დასაწყისში და დასასრულს მუდამ ,ცოტად თუ ბევრად,რიტორიკას მიმართავენ ხოლმე.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- რელიგიის მიხედვით ადამიანის ცხოვრების ნახევარი აღმავლობაა, ხოლო მეორე ნახევარი – დაღმა სვლა.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- ყველა იმას მიესწრაფვის, რაც, კაცმა რომ თქვას, ცუდად უწყის, ან რაც უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უფალი.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- მთელ ქვეყანაზე არავის არ სწამს ღმერთი იმდენად, რომ მთლიანად მიანდოს თავი მის ნება–სურვილს.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- იქნებ, ღმერთისთვის ჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ–ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- სიცრუე ძალზე დამღლელია.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- ყველა ცოდვა მომაკვდინებელია და ყოველგვარი გულგრილობა – დანაშული.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- მეტად დამღლელია ჭირიანად ყოფნა,მაგრამ უფრო მომქანცველია, არ გინდოდეს, ჭირიანი გერქვას.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- კაცს მხოლოდ სიწმინდის კარიბჭესთან ძალუძლს მიახლოება.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- დღისითაც და ღამითაც მუდამ დგება ჟამი, როცა ყოველი კაცი მხდალია.
- „შავი ჭირი“. რომანი. წ. 2. თბ., „პალიტრა L“, 2013.
- მუდამ კარგები იხოცებიან.ასეთია ცხოვრება.