შარლ ლუი მონტესკიე

შარლ ლუი მონტესკიე (ფრანგ. Charles-Louis de Secondat, baron de La Brède et de Montesquieu) (დ. 18 იანვარი, 1689 – გ. 10 თებერვალი, 1755) — ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანისა „სპარსული წერილები“.

მონტესკიე

ციტატები

რედაქტირება
 
Lettres familieres a divers amis d'Italie, 1767
  •  

თუ თქვენ ატყუებთ ხალხს ფულის გამოძალვის მიზნით – ეს თაღლითობაა, ხოლო, თუ თქვენ ატყუებთ ხალხს მათი ხმების მიღების მიზნით – ეს პოლიტიკაა.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.


  •  

სინდისი იმას აქვს სუფთა, ვისაც ის არასდროს გამოუყენებია.


  •  

ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის.


  •  

შეძენილი გემოვნება მიმართულებას აძლევს, ცვლის – ზრდის ან ამცირებს – ჩვეულებრივ გემოვნებას, როგორც ჩვეულებრივი გემოვნება მიმართავს, ცვლის ზრდის ან ამცირებს – შეძენილ გემოვნებას.


  •  

როცა მახვილოგონიერებას მისდევენ, ხშირად სიბრიყვეს იჭერენ.


  •  

გონიერი არსებების ბუნებაში ჩადებულია არასრულფასოვნების შეგრძნების უნარი. აქედან გვაქვს სწორედ სირცხვილის შეგრძნება ჩვენი არასრულფასოვნების წინაშე.


  •  

თუკი ხასიათი მთლიანობაში კარგია, მასში რამდენიმე ხარვეზის აღმოჩენა უბედურებას არ წარმოადგენს.


  •  

კითხვა ყოველთვის იყო ჩემთვის ძირითადი საშუალება ცხოვრებისეული მოწყენილობის წინააღმდეგ. მე არ მქონია ისეთი დარდი, რომელიც ერთი საათის კითხვას არ გაექარვებინოს.


  •  

უმჯობესია შურით გიყურებდნენ, ვიდრე სიბრალულით.


  •  

ფუჭმეტყველება ყოველთვის ხიბლავდა უსაქმურებს.


  •  

არასოდეს არ უნდა ამოიწუროს საგანი იმდენად, რომ მკითხველს წილად აღარაფერი დარჩეს. საქმე კი არ არის, აიძულო იგი წაიკითხოს, საქმე ისე არის, ფიქრი აიძულო.


  •  

ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია: ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.


  •  

თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.


  •  

ადამიანი მცენარესავით არის, თუ კარგად არ მოუარე კარგად არ იზრდება.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება