შერეკილები
შერეკილები — ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.
ციტატები
რედაქტირება- — აუუ, ჩაბარდა პატრონს...
- — რომელ პატრონს?
- — გევიდა გაღმა...
- — სად გაღმა?
- — მარილზე!
- — რა მარილზე?
- — მოკვდა, მოკვდა! წეიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო მიქელგაბრიელთან
- არისტოსა და ერთაოზის დიალოგი მიზანა ბრეგაძის გარდაცვალებისას.
- რა არის ეს, რა არის ეს?! უხ! ამას ჰქვია ბორკილები?! ეს არის ჯაჭვი?! ამისთვის ეგდე ამდენი ხანი პარიზში, ამისთვის?! გაგიტკბა ხომ დროსტარება და ქეიფი პარიზელ ქალებში?!.. ლაპარაკი! ხო, ხო, ქალებმა დაგღუპეს შენ, ქალებმა! შემომხედე, შემომხედე თვალებში! დედა, ულვაში! რა უყავი ბიჭო ულვაში? ვის აჩუქე ბიჭო ულვაში? იიხ!
- ხუტა უფროსი.
- აქედან ვერ ამოშლი, ვერა!!!
- გამოდის, რომ ეს ერთი მათხოვარი ჩემი მძახალი იქნება, მეორე მათხოვარი კი- ჩემს ქალს შეირთავს ცოლად!
- არა, ყმაწვილო, არა! ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით.
- ეჰ თამუნია, თამუნია
- ის შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?
- შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ.
- ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი, შე გალსტუკიანო პეპელა?!
- დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ.
- ამ ხვრალშიც ვიყავით უფროსო და ამ ხვრელშიცა.
- მრეკეთ ბოთლი თავში, ქალბატონო მარგალიტა, რაა...
- თუ რამეა, დაახალეთ პირდაპირ ფეხებში.
- ვინ მისცა ამათ ჩემი ცხედარი?
- პარიზმა დაგღუპა შენ და ქალებმა!
- აააბა, გააღე პირი და თქვი ააა, ააბი გლუკოზა.
- ვინ არის ჩვენს შორის მართალი, ის გამოჩნდება, ზეცაში!
- ქალი შემიყვარდა ნამეტნავად ...
- ოო, რომ იცოდეთ რა დიდ პატივს ვცემ ტიტანურ აზრებს.
- მიდით, ერთაოზ!
- თქვენ საქმის არსს სწორად ჩასწვდით მძახალო, მაგრამ ისე ნუ მოვიქცევით, რომ როცა მოყვრები გავხდებით, ერთმანეთს თვალნი ვერ გავუსწოროთ.
- სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ!
- ქრისტეფორე მგალობლიშვილი, ცათმფრენის გაფრენამდე წარმოთქმული სიტყვა.
- ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!
- თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ!..
- ოო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა
- ოო, რატომ არ ვართ ჩვენ ჩიტუნები, რომ ცაში გვეფრინა ერთად, ლაღად!..
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შერეკილები - ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი GCDb ;
- შერეკილები ვიდეო მასალა;
- ფილმის ყურება ონლაინ რეჟიმში;