შტეფან ცვაიგი (დ. 28 ნოემბერი 1881, ვენა, ავსტრია – გ. 22 თებერვალი, 1942, პეტროპოლისი, ბრაზილია) — ავსტრიელი ებრაელი მწერალი.

შტეფან ცვაიგი

ციტატები

რედაქტირება
  •  

კაცობრიობას მხოლოდ ის ამდიდრებს დიდი ხნით, ვინც მას თავისი თავის შეცნობაში ეხმარება და მის შემოქმედების შეგრძნებას აღრმავებს.


  •  

მხოლოდ გადალახულ დაბრკოლებათა ჟამია სწორი საზომი ადამიანის გმირობისა.


  •  

რა მნიშვნელობა აქვს გმირობას, თუ ის არ იქნება აღწერილი. ისტორიული საქმე მაშინ არის დასრულებული, როცა ის ხდება შთამომავლობის საკუთრება.


  •  

ბედი ტრაგიკულ ფორმებში ახვევს სწორედ დიდ ადამიანებს.


  •  

ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ წუთებში.


  •  

როდესაც ერთობ სახელდახელოდ გინდა საათის რომელიმე გორგოლაჭი შეაკეთო, როგორც წესი, მთელ მექანიზმს მოშლის ხოლმე კაცი.


  •  

თუკი ტყუილი შემწეობას აღმოუჩენს სხეულს, ეს უკვე უბადრუკი სიცრუე კი არა, პირველხარისხოვანი წამალია.


  •  

თუ გსურს მშვიდობა, შექმენი ის, შექმენი მთელი თავგანწირვით, ყოველ დღე, ყოველი საათით.


  •  

ხანში შესვლა ნიშნავს წარსულის შიშის ჩამოშორებას.


  •  

ეჭვის შეტანა ადამიანის გონების საშინელი მტერია.


  •  

წიგნი ალფა და ომეგაა ყოველგვარი შემეცნების, დასაწყისია მთელი მეცნიერების.


  •  

იყო უდიდესი, ნიშნავს მისცე მიმართულება.


  •  

პოზის პათოსი არ ემსახურება სიდიადის გამოხატულებას, ის ვინც პოზებზეა დამოკიდებული მატყუარაა. ფრთხილად იყავით „ლამაზ“ ხალხთან.


  •  

ის, ვინც ერთხელ მაინც იყო გულწრფელი საკუთარ თავთან, სამუდამოდ გულწრფელი დარჩა.


  •  

სანამ რაიმე ახალი აღიმართება, აუცილებლად არსებულის ავტორიტეტი უნდა დაკნინდეს.


  •  

ჭადრაკი, ისევე როგორც სიყვარული, პარტნიორს ითხოვს.


  •  

არ არსებობს იმაზე უიმედო საქმე, ვიდრე სიცარიელის ხატვაა, არ არსებობს უფრო რთული რამ, ვიდრე ერთფეროვნების ფერწერაა.


  •  

მხოლოდ გადასული წინააღმდეგობების რაოდენობაა ჭეშმარიტი საზომი ადამიანის მიღწევებისა და მისი ადამიანურობისა, რომელმაც ეს მიღწევები ჩაიდინა.


  •  

ისტორიული საქმეები მაშინ არ მთავრდებ,ა როდესაც ის დასრულდა, არამედ მაშინ, როდესაც ის თაობების ქონებად იქცევა.


  •  

როცა ძაღლი და კატა მეგობრდებიან, ეს მხოლოდ კავშირია მზარეულის წინააღმდეგ.


  •  

თუ ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მოკიდოს ხელი უიმედო საქმეს, მაშინ მზაკვრული შემთხვევა გზაზე ხვდება მაშინვე.


  •  

თითოეული ადამიანი უნებურად (უკვდავებისკენ სწრაფვის წყალობით) მიილტვის იმისკენ, რომ აღბეჭდოს თავისი ერთგზისობა და განუმეორებლობა რაიმე გახანგრძლივებული ფორმით, რომელიც მასზე დიდხანს იცოცხლებს.


  •  

მაინც რა არის ის, რაც თაობიდან თაობაში აცდუნებს ადამიანებს, ხელი მოჰკიდონ ამ შესაძლოა, გადაუჭრელ ამოცანას? ეჭვგარეშეა - ეს არის ადამიანში სტიქიურად მოქმედი სწრაფვა: თანშობილი ლტოლვა საკუთარი თავის უკვდავყოფისა.


  •  

სწორედ რომ ყველაზე კარგად ნაცნობი აღმოჩნდება ხოლმე ხელოვნებაში ძნელად მისაწვდომი, მოჩვენებითად იოლი ამოცანა - ურთულესი. უფრო ადვილია, სარწმუნოდ გამოხატო შენი დროის - გნებავთ, ყველა დროის - ნებისმიერი ადამიანი, ვიდრე წარმოაჩინო საკუთარი „მე“.


  •  

ადვილი არ არის გაარჩიო განუსჯელი სიმამაცე ნამდვილისაგან, რადგან გმირობა მუდამ შეიცავს სისულელეს.


  •  

ვერც ერთი ექიმი დაღლილ სხეულს, დაცემულ სხეულს ისეთ მაცოცხლებელ წამალს ვერ გამოუწერს, როგორიც იმედია.


  •  

მსოფლიო ისტორია იწერება უსამართლო და ასოციალური პოზიციებიდან, რადგან თითქმის ყოველთვის გვიჩვენებს მბრძანებელთა ტანჯვას, ზეიმს, ტრაგედიას ძლიერთა ამა ქვეყნისა, გულგრილად უვლის გვერდს იმათ, ვინც წყვდიადში იყინება, თითქოს სატანჯველი და წამება ერთნაირად არ ფლეთდეს ყველა ცოცხალ სხეულს.


  •  

დიდი მოწყალება ღირსეულთ შეჰფერით, უღირსთათვის კი საშიშად იქცევა. რაც უფრო მეტი უფლებები ეძლევა, ძლიერი ხასიათი მტკიცდება, სუსტები კი იღუპებიან დაუმსახურებელი ბედნიერების ტვირთქვეშ.


  •  

გარე სამყაროს მოვლენები და შემთხვევები ვერასოდეს მისცემს ბედისწერას საბოლოო აზრსა და ფორმებს. მხოლოდ თანდაყოლილი კანონები ჩამოაყალიბებენ ან ანგრევენ ცხოვრებას.


  •  

სულით მამაც ადამიანს განვლილი საფრთხე ჭკუას ვერ ასწავლის, მხოლოდ შეაგულიანებს.


  •  

თუ გრძნობა მომწიფებულია, ანგარიშს არაფერს უწევს, არ ძუნწობს, არ ყოყმანობს, არაფერს ეძიებს. როცა მეფურად უხვი ბუნების ადამიანს უყვარს, იგი თავგანწირული და დაუზოგავია.


  •  

ბედი ძლიერისა და მამაცისკენ ილტვის. წლების მანძილზე ყურმოჭრილ მონად უხდებოდა ცალკეულ პიროვნებებს: კეისარს, ალექსანდრეს, ნაპოლეონს; უყვარს სტიქიური სულის ადამიანები, რომლებიც თვით მას- შეუცნობელ სტიქიას ჰგვანან. მაგრამ ზოგჯერ, საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ, ახირებული ვნებათაღელვით ატაცებული სულ უნრალო პატარა მოკვდავს მიეახლება. ზოგჯერ - და ეს კაცობრიობის ისტორიის უსაკვირველესი წუთებია - ბედის ძაფი ერთადერთი მთრთოლვარე წამით არარაობის ხელსი აღმოჩნდება გამომწყვდეული. ეს ადამიანები ყოველთვის თრთოლვას განიცდიან შიშისაგან, და არა ბედნიერებას. თრთიან სწორედ იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რომელმაც მათ მსოფლიოს საგმირო ასპარეზისაკენ უნდა გაუკაფოს გზა, და აკანკალებულნი თითქმის ყოველთვის ხელიდან უშვებენ კარზე მომდგარ ბედნიერებას. იშვიათია, რომ რომელიმემ მთელი ძალღონით აიტაცოს შესაძლებლობა და მასთან ერთად თავისი თავიც ზეაიმაღლოს. რადგანაც მხოლოდ ერთი წამით თუ ჩაუვარდება ხოლმე ხელში უბრალო მოკვდავს დიადი საქმე. და ვინც ამ ერთ წამს ვერ შეიფერებს, მისთვის იგი სამუდამოდ დაიკარგება.


  •  

ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს, ის არაფერს დაჰკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა.


  •  

ეს არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რადგან მწამს, ნამდვილ სიცოცხლეს ის განიცდის, ვინც თავისი ბედის იდუმალებით ცხოვრობს.


  •  

საჭიროა მხოლოდ გულის გადახსნა, რომ ადამიანიდან ადამიანისაკენ იდინოს ცოცხალმა ნაკადმა, მაღლიდან იჩქეფოს და აქაფებული სიღრმიდან უსასრულობას შეუერთდეს.


  •  

დროს უდიდესი ძალა აქვს, სიბერე კი საოცრად ფასს უკარგავს ყოველგვარ გრძნობას.


  •  

არავის უყვარდი ისეთი მონური ერთგულებით, ისეთი გატაცებით, როგორც იმ მხდალ არსებას, მაშინ მე რომ ვიყავი და როგორიც შენთვის სამუდამოდ დავრჩი, ვინაიდან ამქვეყნად განა რამე შეედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ, გამოუცნობ სიყვარულს…


  •  

ბოლოს ერთადერთი ადამიანური უფლება მაინც ხომ ყველას რჩება: ისე ჩაძაღლდეს, როგორც თვითონ მოეპრიანება... და თანაც გარეშეთა დაუხმარებლა.


  •  

თქვენ ადამიანებს გადაეჩვიეთ და ეს თავისებური ავადმყოფობაა.


  •  

სიკვდილი აღარ მიმძიმს, რაგდან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი, რომ მოეყენებიან, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.


  •  

ვერანაირ დანაშაულს ვერ დაივიწებ, სანამ მის გამო სინდისი გქენჯნის.


  •  

საკუთარი თავის გარდა, ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს.


  •  

ადამიანებს, როგორც ცნობილია, თავის მოტყუება უყვართ ხოლმე მოახლოებული საფრთხის წინაშე. ქვეშეცნეულად გრძნობენ საშიშროებას და ცდილობენ იმით მოიცილონ თავიდან, რომ არარსებულად, არარეალურად აცხადებენ.


  •  

სიყვარული, რანაირადაც არ უნდა გამოვლინდეს,თუნდაც ყველაზე სასაცილო და აბსურდული ფორმითაც კი, ადამიანის წერაა და გულგრილობა უკვე დანაშაულია მის მიმართ. ულმობელობა და ლამის გულქვაობაც კია, ქალის გრძნობას რომ არ გაიზიარებ. მაგრამ განაგონი და წანაკითხი კვალს ნაკლებად ტოვებს; მხოლოდ ის, რასაც გული თვითონ გადაიტანს, საცნაურს ხდის მისთვის გრძნობის ჭეშმარიტ ბუნებას.


  •  

არა და არ შეიძლება ხანგრძლივად სრულ წონასწორობაში დარჩეს ურთიერთობა ჯანმრთელსა და ავადმყოფს შორის, თავისუფალსა და ტყვეს შორის. უბედური ადამიანი იოლად ღიზიანდება, ხოლო გაუთავებელი ტანჯვა უსამართლოს ხდის მას. ზუსტად ისევე, როგორც ვალის გამცემსა და ამღებს შორის ვერ აღმოფხვრი საჩოთირო დმოკიდებულებას, რადგან ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად გამცემის როლი უწერია, მეორეს კი მხოლოდ მიმღებისა, ასევე ავადმყოფიც იდუმალ ყოველთვის დაძაბულია და მზად არის აენთოს ზრუნვის ყოველ თვალშისაცემ გამოვლენაზე. ერთთავად ფხიზლად უნდა იყო, რომ ძნელად გასარჩევ მიჯნას არ გადააბიჯო, საიდანაც თანაგრძნობა, ნაცვლად იმისა, რომ გააყუჩოს, უფრო აღვიძებს იარებს.


  •  

როდესაც რაიმე გზღუდავს, სულ ერთია რა ფორმითაც უნდა ხდებოდეს ეს, მაშინ შენი სულიერი სამყაროც შებოჭილია და არსებითად ადამიანი მთლიანად მხოლოდ მაშინ ავლენს თავის რაობას, როდესაც ლაღად გრძნობს თავს.


  •  

თუ ვინმე დააპირებს, მთელი დედამიწის ზურგზე არსებული სიდუხჭირე წარმოიდგინოს, ძილი გაუკრთება და ღიმილი პირზე შეაშრება; მაგრამ გამოგონილი, წარმოსახული უბედურებანი კი არ აღელვებს და მუსრავს ჩვენს სულს, ჭეშმარიტად შეგვძრავს მარტოოდენ ის, რასაც საკუთარი თვალით ცოცხლად და თანაგრძნობით აღვიქვავთ.


  •  

თუ ერთხელაც არის მასხარად აგიგდეს ამხანაგებმა, სამუდამოდ მასხარად რჩები. არა და არ დაივიწყებენ შენს მარცხს, შენდობას ნუ ელი.


  •  

ათი, ოცი წელი ღეჭავენ ხოლმე ყოველ კურიოზს, ოდესმე თუ რომელიმე ჩვენგანს შემთხვევია; ჩვენთან უკვდავყოფენ ყოველ იდიოტობას, ძეგლს უდგამენ ყოველ ანგლობას.


  •  

ყოველთვის როდი შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ის, რაც გვსურს და რაც სინამდვილეში არსებობს.


  •  

სიკვდილი აღარ მიმძიმს, რაგდან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი რომ მოეყენებიან, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.


  •  

ადამიანებს თავის მოტყუება უყვართ ხოლმე მოახლოებული საფრთხის წინაშე. ქვეშეცნეულად გრძნობენ საშიშროებას და ცდილობენ იმით მოიცილონ თავიდან, რომ არარსებულად, არარეალურად აცხადებენ.


  •  

მხოლოდ მაშინ გრძნობ შენი არსებობის აზრსა და მოწოდებას, როდესაც იცი, რომ სხვებისთვის რაღაცას წარმოადგენ.