ჩარლზ ბუკოვსკი
ჩარლზ ბუკოვსკი (დ. 16 აგვისტო, 1920, ანდერნახი, პოლონეთი ― გ. 9 მარტი, 1994, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია), ამერიკელი ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი.
ციტატები
რედაქტირება- გძულთ ადამიანები? |
ციტატის წყარო: „სიმთვრალე“, 1987
კარგია როცა გაქვს წასასვლელი, მაშინ როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
ცხოვრებაზე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ჩემთვის მთავარია თავი ავარიდო ადამინებთან ურთიერთობას. რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მით უკეთ ვგრძნობ თავს. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
მარტოობა მაძლიერებს; მის გარეშე ისე ვარ, როგორც მშიერი და მწყურვალი, მის გარეშე გატარებული ყოველი დღე მასუსტებს, მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით, მაგრამ მე მასზე ვარ დამოკიდებული. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
უბრალოდ იცხოვრო, სანამ არ მოკვდები. ეს უკვე მძიმე შრომაა. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
უმადურობა და უხეშობა ბადებს პირად ჭეშმარიტებას. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
როცა შენ მთვრალი ხარ, სამყარო უწინდებურად სადღაც გვერდითაა, მაგრამ ის ყელში მაინც არ გიჭერს. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
დეპრესია და თვითმკვლელობა ხშირად არასწორი დიეტის შედეგია. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
მწერლები - ეს სასოწარკვეთილი ხალხია, და როცა მათ იმედი უჩნდებათ, ისინი ვერ ახერხებენ წერას. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
25 წლის ასაკში გენოიოსობა ყველას შეუძლია, აი 50 წლის ასაკში ამისთვის რაიმეს გაკეთებაა საჭირო. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ადამიანი გიყვარდეს, თუ მას ძალიან კარგად არ იცნობ. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო გაუნათლებლები თავდაჯერებულობით. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
თუ კი ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სულელია; ეს ნიშნავს, რომ შემ იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდი. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
მე მეტისმეტად კარგად ვიცნობ საკუთარ ნაკლოვანებებს იმისთვის, რომ საპასუხოდ სიყვარული არ მოვითხოვო. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია ჭკუიდან გადასვლა, ამიტომაც მათი ცხოვრება საშინლად მოსაწყენია. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
თუ არ შეგიძლიათ იყო ჯენტლმენი, ღორი მაინც ნუ იქნები. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
როცა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას სტრესი და სიგიჟე აკლდებოდა, არ ვიცოდი რაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. |
ჩემთვის ფეხებიდან იწყება ყველაფერი. აბა როგორ, დაბადებისას ხომ ჯერ ფეხები დავინახე. ოღონდ მაშინ გამოძვრენას ვცდილობდი. მას მერეა, სულ პირიქით ვცდილობ, მაგრამ დიდი წარმატებით-მეთქი, ვერ დავიკვეხნი. |
ციტატის წყარო: „მაკულატურა“