მარკუს ტულიუს ციცერონი (ლათ. Marcus Tullius Cicero; დ. 3 იანვარი, ძვ. წ. 106, არპინუმი, იტალია — გ. 7 დეკემბერი, ძვ. წ. 43, ფორმია, იტალია) — ძველი რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე, ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი და კონსული ძვ. წ. 63 წელს.

ციცერონის ბიუსტი, მარმარილო, არქეოლოგიის მუზეუმი, მადრიდი.

ციტატები

რედაქტირება
  •  

„სანამ ვსუნთქავ, იმედი მაქვს.“

 

Dum spiro, spero

  •  

„პირობას შესრულება სჭირდება.“

 

Pacta sunt servanda.

  •  

„ქაღალდი არ წითლდება.“

 

Epistola non erubescit.

  •  

„ყველაფერი მცირედან იწყება.“

 

Omnium rerum principia parva sunt.

  •  

„ყველაფერი, რაც გამაჩნია, თან დამაქვს; ჩემი ქონება ჩემი ცოდნაა.“

 

Omnia mea mecum porto.

  •  

„ცხვრის საუკეთესო დამცველი, მგელია!“

 

O praeclarum custodem ovium lupum!

  •  

„შეცდომა ადამიანურია, პატიება კი - ღვთაებრივი.“

 

Errare humanum est, ignoscere divinum.

  •  

„ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია.“

 

Salus populi suprema lex.

  •  

„ფილოსოფია ცხოვრების ხელოვნებაა.“

 

Philosophia est ars vitae.

  •  

„ლათინურის ცოდნა არაა შესანიშნავი, არცოდნაა სასირცხვილო.“

 

Non enim tam praeclarum est scire Latine quam turpe nescire.

  •  

„ოჰ, დროება! ოჰ, ჩვევები!“

 

O Tempora! O Mores!

  •  

„ბედი ბრმაა.“

 

Fortuna caecaest .

  •  

„ჩვენი სამშობლო არის ჩვენი საერთო მშობელი.“

 

Patria est communis omnium parens.

  •  

„დიდი პიროვნება რომ სცნო, თავადაც რაიმეს უნდა წარმოადგენდე.“

  •  

„შიშსა და ხიფათში მეტი მიდრეკილება გვაქვს, დავიჯეროთ სასწაულები.“

  •  

„როცა აწმყოში სატრაბახო არაფერი აქვთ, წარსული საქმეებით ტრაბახობენ.“

  •  

„გონების დაავადება უფრო უარესია და უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხეულის.“

  •  

„მტერი ყოველთვის იძახის სიმართლეს, მოყვარე — არასოდეს.“

  •  

„განა შეიძლება ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც მეგობრის ღირსებას თავის ღირსებაზე მაღლა დააყენებს?“

  •  

„ყაჩაღებსაც კი აქვთ თავისი კანონები.“

  •  

„ფული — ომის ნერვია.“

  •  

„სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს.“

  •  

„მეცოდება ის მოხუცი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დასცინა სიკვდილს.“

  •  

„კანონი გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ, და გვიკრძალავს ამის საწინააღმდეგოს.“

  •  

„ფულის მქონე არ შეიძლება დასჯილი იქნეს.“

  •  

„ყოველი ჩვენთგანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ მხოლოდ სულელი შეიძლება შეცდეს და შეუპოვარი დარჩეს.“

  •  

„როდესაც იარაღი ბობოქრობს, მაშინ კანონი სდუმს.“

 

Silent enim leges inter arma

  •  

„სახე — სულის სარკეა.“

 

Imago est animi vultus.

  •  

„ჩვენ კანონის მონები უნდა ვიყოთ, თუ გვინდა რომ თავისუფალნი დავრჩეთ.“

 

Legum … servi sumus ut liberi esse possimus

  •  

„არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შუბს ისვრის და ერთხელაც ვერ არტყამს მიზანს?“

  •  

„არ იცოდე ისტორია, ეს იგივეა სამუდამოდ ბავშვად დარჩე.“

 

Nescire autem quid ante quam natus sis acciderit, id est semper esse puerum.

  •  

„დაეუფლო სიბრძნეს არ არის საკმარისი, მთავარია იცოდე მისი გამოყენება.“

  •  

„არ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისიც გეშინია, და არც ის - ვისაც შენი ეშინია.“

  •  

„ცხოვრებაში და აზროვნებაში, შემთხვევითობაზე საზიზღარი — არაფერია.“

  •  

„არც წყლით და არც ცეცხლით ისე ხშირად არ ვსარგებლობთ, როგორც მეგობრობით.“

  •  

„ჩვევა - ეს მეორე ნატურაა.“

 

consuetudo quasi altera natura

  •  

„ორატორის დიდი მიღწევაა არა მარტო ის, თქვას ის რაც საჭიროა, არამედ არ თქვაა ის რაც არ არის საჭირო.“

  •  

„მოსამართლე — ეს მოსაუბრე კანონია, კანონი კი არ არის ჩემი მოსამართლე.“

 

Magistratum esse legem loquentem, legem autem mutum magistratum

  •  

„ის, ვისაც უნდა რომ ისწავლოს, ხშირად ვნებს იმ ადამიანის ავტორიტეტს, ვინც სწავლობს.“

  •  

„ ჭეშმარიტება ეჭვებით იწყება.“

  •  

„ ხელგაშლილობას საზღვარი არ აქვს.“

 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ციცერონი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება