ძალაუფლება
ძალაუფლება — „ადამიანებზე კონტროლის ან ბრძანების ფლობა; ავტორიტეტი; გავლენა“ ან „პოლიტიკური აღზევება ან კონტროლი ქვეყნის, სახელმწიფოს მმართველობაში და ა.შ.“
# ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
- არაფერი იზიდავს ძლიერებს ისე, როგორც მეტი ძალაუფლება.
- განათლება არის ძალაუფლება
- თქვენი თანდასწრებით, ხალხი ქედს იხრის იმ უხეში ძალაუფლების წინაშე, რომელიც თქვენ გაქვთ მათზე. ხოლო თქვენს ზურგს უკან ისინი გაგლანძღავენ.
- მთელი ადამიანური ძალაუფლება დროისა და მოთმინების ნაერთია.
- პოლიტიკა არის ხელოვნება იმისა, რომ ხალხს სჯეროდეს, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, მაშინ როცა სინამდვილეში არ აქვთ.
- რა თქმა უნდა, ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. რა აზრი აქვს ძალაუფლებას, თუ არ შეგიძლია მისი ბოროტად გამოყენება?
- Elizabeth Bear, King Pole, Gallows Pole, Bottle Tree (2011), in Ellen Datlow (ed.) Naked City (pp. 519-520)
- როცა ხვდები, რომ არაფერი გაკლია, ამ დროს მთელი სამყარო შენ გეკუთვნის.
- სერ, მე აქ ვყიდი, იმას, რაც მთელ მსოფლიოს უნდა ჰქონდეს - ძალაუფლებას.
- Matthew Boulton, in James Boswell ‘The Life of Samuel Johnson’ (March 22, 1776)
- საზოგადოებაზე მოპოვებული ძალაუფლება დროებითია. ბოროტად გამოყენების შემდეგ, მისი ადვილად აღდგენა შეუძლებელია.
- უთხარი სიმართლე ძალაუფლებას.
ყველგან, სადაც მამაკაცებს ენიჭებათ შეუზღუდავი ძალაუფლება, მათ არასოდეს ეშლებათ ის თუ როგორ გამოიყენონ ბოროტად.
- ჩვენ არასდროს არ უნდა მივცეთ საშუალება რომელიმე მზარდ ძალას შეიძინოს ისეთი ძალაუფლება, რომ შეძლოს და წინააღმდეგობის გარეშე გამოგვგლიჯოს ჩვენი უფლებები.
- ჩვენ ვიცით, რომ არავინ იღებს ძალაუფლებას მისი დათმობის განზრახვით.
- ძალაუფლება აკონტროლებს მათ, ვისაც ის არ აქვთ.
- ძალიან ცდება ის ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ მმართველობა, რომელიც დამყარებულია ძალით, უფრო მტკიცე და სტაბილურია, ვიდრე ის, რაც მეგობრობაზეა აგებული.
- ძლიერებისთვის დანაშაული არის ის, რასაც სხვები სჩადიან.
- ძალაუფლება არ არის საშუალება, ეს არის მიზანი.
- ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.