წუნა და წრუწუნა — 1955 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. გადაღებულია ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებების მიხედვით, სტუდიაში „ქართული ფილმი“.
|
- მოურავო! -ბატონო, შენი ჭირიმე! -ბიჭო კოხტავ! -აგერ ვარ, ბატონო, ა! -რაო, ვითომ, რა მოხდაო? -ქორწილი აქვთ, ბატონო! -თქვენ რომ ქალი მოგეწონათ, ბატონო, წრუწუნას მიჰყავს ის. - მერე მე? -მერე რა, ბატონო... -ახლავე აქ მომგვარეთ, თორემა მე ვიცი, თქვენი!
|
|
დავიღუპე, წუნა გაიტაცეს, აჰ!
|
|
ჭუკლი, ჭუკლი, პატალა გოგო, მოდი ჩემთან გენაჩალე...
|
|
- ეჰ, სადა ხარ, ფიცხელ...ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი ეს არის! - ყოფნა, წრუწუნ-ჯან! - მოვდივარ!
|
|
- ძმობილო! ქალაქის გზა მასწავლე, ჰა? - ა? - ქალაქის გზა, გზა! გზა! - გზაო? - გზა, გზა! - მარტო ვმუშაობ და რა ვიცი, როდის იქნება მზად?
|
|
- წრუწუნ, ხვალ თუ შენი პატარძალი არ ჩაგაბარო, ეს ბიჭი მოკვდეს! - ეს იმ მტრედს გაუმარჯოს, რომელიც რომა გალიაში ზის, იტანჯება და თავის გულის ტოლს ელოდება. - ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც წყალში დგას და ცეცხლი უკიდია. - ეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, ძმის საშველად წასულ ძმას რომ გზას გაუნათებს.
|
|
- ეჰ, ტუტუც, რას შვრები, რას, ნიახური ხომ არა ხარ, ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე?
|
|
- რაო, ვითომო, რა გვინდაო? - საქმე გვაქვს, ბატონო, თქვენთან. - საქმე თუ გაქვთ, რა გემღერებათ? - ადი, კუდა, ელაპარაკე. - იქა, მე? - ხომ არ გეშინია? - მე? - მე რა, თხა ხარ? - თუ მიდიხარ, წადი, რაღა!
|
|
- რა საქმე გაქვს? - გაანთავისუფლეთ, ბატონო, წრუწუნას საცოლე! და თანაც კარგი პური ვჭამოთ. - გადი აქედან! მოურავო, გააგდე აქედანა, ჩქარო! - ჰაჰაჰა, თქვენ რომ არ გამაგდოთ, მე თვითონ ვერ გავალ, აი! ჰეჰეჰე! (გადაგდების შემდეგ) - ვირო, რასა ხტები! ფეხით ჩამოდი, რაღა!
|
|
- რაო? - რაო? ესაო-ისაო, შენი დიდი ხათრიცა მაქვს, მაგრამ არაოოოო... - მაშ, არაო??? - ჰო, არაო! - ვახ, მეეე!
|
|
- ბატონს გაუმარჯოს! - შენ რაღას ირჯებოდი? - გირჩევ, ბატონო, პატარძალი დაგვიბრუნო! - არა, მე-თქი! გადი აქედანა! - გადი რა, ძაღლი ვარ? - მოურავო! - შენ, ეი, რას აწუხებ ჩემს ბატონსა? - ა, მე-თქი! - ბიჭო კოხტავ! - აგერ ვარ, ბატონო! - არ წახვალ ახლა აქედან შენ? უხადიტი ვონ!
|
|
- ეს რა გვიყვეს, კაცო, განა შეგრჩებოდა? - ნეტავ, ქორწილში არ დაგვპატიჟებენ?
|
|
- პაპა, პაპა! წუნა და წრუწუნა მოჰყავთ! - მაშა, მაშა, ბატონო! რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!
|