ჯეკ ლონდონი
ჯეკ ლონდონი (ინგლ. Jack London) (დ. 12 იანვარი,1876 — გ. 22 ნოემბერი,1916) — ამერიკელი მწერალი.
ციტატები
რედაქტირებათავაზიანობის წესების შესწავლას მთელი სიცოცხლე დასჭირდება ხოლმე. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თუკი ცხოვრება მეტს რასმე ნიშნავს შენთვის, მაშ, მეტიც უნდა მოითხოვო! |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო!... |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარული უმაღლესი და უძლიერესი ნიჭია ადამიანისა. იგი ამაღლებს მას, ძალასა და მხნეობას მატებს!... |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თუ სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, ის სასიკვდილოდაა განწირული. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ასეა, ყველა ერთნაირია - თავიანთი პაწაწინა ცხოვრება ერთნაირ პაწაწინა ყალიბებში აქვთ მოქცეული და ყველაფერში ერთნაირად იქცევიან. საწყლები, უბადრუკები, ერთად შეხორხლილან, ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ, რომ სხვის ჭკუაზე იარონ, ისე მოიქცნენ, როგორც სხვას ესიამოვნება, საკუთარი სახე დაუკარგავთ, ნამდვილი ცხოვრება დაუთმიათ, რათა იმ სულელურ ნორმებს მისდიონ, რის მონებადაც გადაქცეულან!... |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!... |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყველაფერი მოირყევა ამქვეყანაზე, სიყვარული კი არა, სიყვარულს გზას ვერ აუბნებ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
გონებას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს სიყვარულთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, სწორად მსჯელობს თუ არა საყვარელი არსება, სიყვარული გონებაზე მაღლა დგას. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარული ყველაფერზე უდიდესია მსოფლიოში. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
შემოქმედებითი სიხარული, ეს ხომ უკეთილშობილესი სიხარულია დედამიწაზე. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
დიდებული კრიტიკოსები, ისინი იმდენადვე იშვიათნი არიან, როგორც კომეტები. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს. |
ციტატის წყარო: „დიდი სახლის პატარა დიასახლისი"
ადამიანი ხომ ვერასოდეს ვერ მიაღწევს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
პოეტის სიხარული თვით შემოქმედებაშია და არა მოპოვებულ წარმატებაში. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მას სრულებით არა აქვს სინდისი, მარტოოდენ ეს ეყოფა რომ დაწინაურდეს. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მე სიხარულით მოვკვდებოდი თქვენი გულისთვის, მოვკვდებოდი თქვენი გულისთვის. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ეს ისევ სიცოცხლე იყო, უკანასკნელი ბრძოლა, უკანასკნელი წამება სიცოცხლისა, ეს იყო უკანასკნელი იერიში, რომელიც მასზე სიცოცხლემ მიიტანა. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო!... |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების, გამოუცნობ მიუწვდომელ ქსოვილისა. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარული ეს არის კოსმოსური გრძნობა, რომლის ძალითაც ქალი და მამაკაცი ქვეყნის დასაბამიდან ერთმანეთისაკენ მიისწრაფიან, რომელიც მეტოქეებით აგზნებულ ირმებს გაზაფხულობით სასიკვდილოდ შეაჭიდებს ხოლმე ურთიერთს და თვით ბუნების ელემენტებსაც კი ერთმანეთის შესარწყმელად აშლის და აღძრავს. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თქვენ გიყვარვართ იმიტომ, რომ მე არ ვგევარ იმათ, რომელთაც თქვენ ხვდებოდით. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ხუთი ათასი სიტყვა – ხუთი დოლარი, ათი სიტყვა – ერთი ცენტი, აი, ხელოვნების საბაზრო ფასი. |
ციტატის წყარო: „მარტინ იდენი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს. |
სიყვარულის სიხარული მის აბსოლუტურობაშია. |
სიყვარულში ანგარიშიანობა, მოთხოვნა და ვალი წარმოუდგენელია, სიყვარული ვედრებითა და თხოვნით სასაცილოა. | |
იკიპედია |