ჯემალ თოფურიძე
ჯემალ თოფურიძე (დ. 1 იანვარი, 1947 — გ. 22 აპრილი, 1978) — ქართველი მწერალი.
დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია
რედაქტირებაცოცხლები მკვდრებს ისე მაგრად უხვეხევენ პირს, თითქოს ეშინიათ სიკვდილის შემდეგ ის არა თქვან, რაც სიცოცხლეში დაუმალავთ, რითაც დაღუპულან და რაც იმ ქვეყნად გაჰყოლიათ დარდად. სიკვდილის შემდეგ არა თქვანო, — ეშინიათ, შერცხვებათ, თავი მოგვეჭრება... |
ციტატის წყარო: ჯემალ თოფურიძე „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია“
დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია
რედაქტირებაარიან ადამიანები, რომელთაც სხვებზე მეტად აქვთ შეგნებული, რომ ერთხელ მოსულან ამ ქვეყანაზე. ისინი არავითარ სიამოვნებას არ იკლებენ. შოულობენ ბევრ ფულს, ყოველ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებენ ამისათვის და რაც მთავარია, არ ეზარებათ. ცხოვრობენ ლამაზ გოგოებთან, ქეიფობენ და მოგზაურობდნენ. იცვამენ იმას, რაც ყველაზე ძვირი ღირს. ისინი ცდილობენ, არაფერზე არ იდარდონ და აღწევენ კიდეც ამას. სხვა ძალიან ბევრი რამე აკლიათ მაგრამ მაინც ალბათ დიდი ბედნიერებაა იმის მიღწევა, რომ არაფერზე არ იდარდო. |
ციტატის წყარო: ჯემალ თოფურიძე „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია“