ჯუბრან ხალილ ჯუბრანი

(გადმომისამართდა ჯიბრან ხალილ ჯიბრანი-დან)

ჯუბრან ხალილ ჯუბრანი (დ. 6 იანვარი, 1883, სოფ. ბეშარა, ლიბანი; გ. 10 აპრილი, 1931, ნიუ-იორკი) — ლიბანელი მწერალი და მხატვარი. რომანტიკული მიმდინარეობის ფუძემდებელი არაბულ ლიტერატურაში.

ციტატები

რედაქტირება
  •  

მოგონებები დამაბრკოლებელი ქვაა ოცნების გზაზე.


  •  

ამოისუნთქავს მიწა და ვიბადებით, შემდეგ ჩაისუნთქავს და ვიხოცებით.


  •  

ჩვენგან ყველაზე ახლოს ღმერთთან ის არის, ვინც ყველაზე ახლოა ადამიანთან.


  •  

სიყვარული - მოცახცახე ბედნიერებაა.


  •  

მოლაყბეებისაგან მე ვისწავლე დუმილი, ტირანებისაგან- შემწყნარებლობა, ბოროტთაგან- სიკეთე ; უცნაურია, რომ მე არ ვემადლიერები ამ მასწავლებლებს.


  •  

გიყვარს? მაშინ ნება მიეცი, წავიდეს. თუკი დაბრუნდება, ესე იგი მუდამ შენი იყო და თუ აღარასდროს დაბრუნდა უკან, ესე იგი, არც არასდროს ყოფილა შენი.


  •  

მიაღწევ რა იმის ბოლოს, რაც უნდა იცოდე, აღმოჩნდები იმის დასაწყისში, რასაც მხოლოდ თუ შეიგრძნობ.

  •  

შიშის სათავე თქვენსავე გულებში და არა მის ხელში, ვისიც გეშინიათ.


  •  

როცა მამაკაცის ხელი ეხება ქალის ხელს, ორივენი ეხებიან გულს მარადიულობისა.


  •  

ძალიან რთულია, აიძულო საკუთარ თავს ლაპარაკი. უფრო რთულია - აიძულო დუმილი. კიდევ უფრო რთულია- აიძულო ფიქრი. მაგრამ ყველაზე რთულია, დაატანო თავს ძალა, იგრძნოს.


  •  

ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის გულის დაპყრობა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია.


  •  

სატანის შიში ღმერთში დაეჭვების ერთ-ერთი გზაა.


  •  

ღმერთს არ სწადია თაყვანიცემოდეს სულელისაგან, სხვებს რომ ბაძავენ.


  •  

მოწადინება აღსრულების დასაწყისია.