ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილის 2008 წლის რომანი. წიგნი მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი ქართველი შეეწირა. 2001 წლის 19 მაისს ქართველმა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. პიესის ავტორია საკუთრივ დათო ტურაშვილი.


  • წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით
  • საფლავი იყო ერთადერთი ადგილი საბჭოთა საქართველოში, სადაც საბჭოთა ხელისუფლება არ ვრცელდებოდა
  • ამ კაცს, შეუძლებელი იყო, რამე არ სცოდნოდა, რადგან მას სახე არ ჰქონდა, საერთოდ არ ჰქონდა, სწორედ იმის გამო, რაც ნანახი ჰქონდა.
  • ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო.
  • ქართველებმა კუბოს სასახლე დაარქვეს, რომ სიკვდილი მათთვის უფრო მსუბუქი ყოფილიყო.
  • თინა ფიქრობდა, რომ თვითონ უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მისი სილამაზე.
  • უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე პატარების.
  • - საერთოდ ცას თუ დაკვირვებიხარ თბილისში?
    - ალბათ...
    - გახსოვს ბოლოს ცაში როდის აიხედე?
    - არა...
    - ქალაქების მთავარი მინუსიც ეგაა, ცა არ ჩანს...
  • - თუ ადამიანი თუნდაც სხვების დასანახად მივა ეკლესიაში, მაინც უკეთესია, რადგან იქ უფრო მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ სიყვარულზე, ღმერთსა და ჭეშმარიტებაზე იფიქროს.
  • "კეთილგონიერება" - სხვა ენაზე ასეთი ზუსტი სიტყვა შეიძლება არც არსებობდეს, როცა ადამიანის გონი და სული ერთად წარმართავენ მის ქმედებას.
  • თქვენ არ იცით, როგორ ბოროტდებიან ამპარტავნები, როცა ისინი ხელისუფლებაში ხვდებიან.
  • ” -მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
    – იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია.“
  • - გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით...
    - რომ ვერ გაფრინდეთ?
    - მაშინ ზღვას გადავცურავ.
    - რას?
    - ზღვას.
    - როგორ?
    - სიმღერით.
    -ხუმრობთ?
    - არ ვხუმრობ.
    - დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
    - კი, ბატონო.
    - მაინც როგორ ჩავწეროთ?
    - სიტყვასიტვით.
    - მაინც როგორ?
    - მე გადავცურავ ზღვას...
  • იმედი სულ ბოლოს კი არა, საერთოდ არასოდეს კვდება.
  • ... გეგა კი, სადანღაც მოგონილი სიმშვიდით, ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე და ღიმილით უთხრა:
    - ადრე ხალხის დახოცვა მიანც შეგეძლოთ, ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
    მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა...
  • იქ, სადაც ადამიანის სიკვდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა, ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა.