ჯორჯ გორდონ ბაირონი

ბრიტანელი პოეტი

ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (დ. 22 იანვარი, 1788, ლონდონი ― გ. 19 აპრილი, 1824, მისოლუნგი, საბერძნეთი), უკეთ ცნობილი როგორც ლორდ ბაირონი — ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი.

ლორდი ბაირონი, პორტრეტი თომას ფილიფსის მიხედვით, 1813.

ავტორი ვანო ბლიაძე. (ეშმაკის პაძელნიკი)

ციტატები

რედაქტირება
  •  

მორჩა, გათავდა! გვირგვინოსან მეფეს გუშინდელს,
დაპყრობის ჟინით აღტყინებულს, აღსავსეს რისხვით
დღეს მთლად დაცემულს, კვლავ გწადია არ შეუშინდე
მრისხანე ბედს და სიცოცხლისთვის ამაოდ იბრძვი!
შენ მრავალ ტახტთა დამპყრობელი და მტერთა მძლევი,
ვინც დედამიწა მოქიშპეთა გაავსე ძვლებით,
ვინც მცდარად იყავ მიჩნეული ვარსკვლავად ცისკრის -
ასე არც კაცი დაცემულა და არც დემონი.

 

Tis done – but yesterday a King !
And arm'd with Kings to strive –
And now thou art a nameless thing:
So abject – yet alive !
Is this the man of thousand thrones,
Who strew'd our earth with hostile bones,
And can he thus survive?
Since he, miscall'd the Morning Star,
Nor man nor fiend hath fallen so far.


  •  

განსაცდელი ბრძენთა მასწავლებელია.


  •  

როდესაც მოცახცახეს გიკრავდი გულში,
სიყვარული და ბედნიერება ავსებდა განგებას,
ვფიქრობდი: მხოლოდ სიკვდილი გაგვყრიდა,
თუმცა გაგვყარა შურმა მოკვდავთა.


  •  

რბილ სიტყვაზე უკეთესი ისარი გულის განსაგმირავად, ეშმაკის საისრეში არ არსებობს.


  •  

მე თუ შენ გამო სამყაროს დავკარგავდი, სამყაროს სანაცვლოდ შენ არ დაგკარგავდი.


  •  

ერთი ცრემლის გაშრობა ბევრად რთულია, ვიდრე ზღვა სისხლის დაღვრა.


  •  

ვისაც საკუთარი სამშობლო არ უყვარს, ვერ შეიყვარებს ვერაფერს.


  •  

არ არსებობს ქვეყნად სიხარული, რომელიც წართმეულ სიყვარულს შეცვლის.


  •  

ვინც ჩუმად ტირის, ის ჭეშმარიტად გლოვობს.


  •  

ეს სიამოვნება ტყეში ჩურჩულის გარეშე,
ეს აღმაფრენა ობოლი სანაპიროსი,
ეს საზოგადოება სადაც არ არის შეზღუდვა,
მუსიკად ვისმენ გოდებას ლურჯი სანაპიროსი,
მე მიყვარს ხალხი, მაგრამ ბუნებას ვაფასებ უფრო.


  •  

არ შემიძლია გენიალური ვიყო 2 საათი, პირის გასაპარსად დრო არ დამრჩება.


  •  

ღამე ბრწყინვალებას ჰმატებს ვარსკვლავებსა და ქალებს.


  •  

განვლილი ბედნიერების მოგონება ბედნიერება აღარ არის. გადატანილი ტკივილის მოგონება — ეს ჯერ კიდევ ტკივილია.


  •  

მიეცით მას სასუსნავი და სარკე და ის აბსოლუტურად კმაყოფილი იქნება.


  •  

ყველა ბილიკთან შედარებით, რომელიც ქალის გულთან მიდის, სიბრალული ყველაზე მოკლეა.


  •  

ჩვენ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ იმედი მიმართავს მეხსიერებას და ორივე ერთად გვატყუებს.


  •  

სიყვარულის ჭრილობა თუ არ კლავს, ის არასოდეს არ შეხორცდება.


  •  

და თუ დავიკარგე, ეს იყოს მხოლოდ გულის სურვილის გამო.


  •  

ქალის ცრემლები შემაძრწუნებელია, მამაკაცის კი გამდნარი ტყვიაა, რადგან ქალი ტირის რათა გულზე მოეშვას, მამაკაცის ცრემლი კი სასტიკი წამებაა.


  •  

მარტოობაში ადამიანი ნაკლებად გრძნობს მარტოსულობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება