ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი

ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი (George R. R. Martin; დ. 20 სექტემბერი, 1948) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ფენტეზი, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. იგი ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხმა HBO-მ მოახდინა სახელით „სატახტოთა თამაში“. ჟურნალმა Time მარტინი დაასახელა 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის.

ჯორჯ მარტინი

ციტატები

რედაქტირება
  •  

ყველა ნათელი და სასტიკი ტყუილიდან, რომელსაც ისინი გეუბნებიან, ყველაზე უხეში არის ის, რასაც სიყვარული ჰქვია.

  •  

ხელოვნება არ არის დემოკრატია. ხალხი არ იღებს ხმას იმაზე, თუ როგორ დასრულდება.

  •  

რა თქმა უნდა. ზოგიერთი მიმოხილვა ძალიან მაამებელი იყო, მაგრამ სერიალი ჯერ არ დასრულებულა. დასასრული უნდა იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც დასაწყისი.

  •  

ბევრი სხვადასხვა სახის მწერალია, მე მომწონს არქიტექტორების და მებაღეების ანალოგიის გამოყენება.

  •  

ათი წლის შემდეგ, არავის არ აინტერესებს, რამდენად სწრაფად გამოვიდა წიგნები. ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი, რაც ვინმეს ემახსოვრება, არის ის, თუ რამდენად კარგები იყვნენ ისინი. ეს ჩემი მთავარი საზრუნავია და ყოველთვის ასე იქნება.

  •  

დამიჯერეთ, ჩემზე მეტად ამ წიგნის დასრულება არავის უნდა. — პასუხი როდესაც კითხეს როდის დაასრულებდა „დრაკონებთან ცეკვას“

  •  

მათ, ვინც ჩემს ნამუშევრებს მხოლოდ ყინულისა და ცეცხლის სიმღერიდან იცნობთ, შეიძლება არ იცოდეთ, რომ ოდესღაც 70-იანი წლების ყველაზე რომანტიკულ სამეცნიერო ფანტასტიკურ მწერლად ვითვლებოდი, მაშინ, როცა ჩემს ათას სამყაროს ვაკეთებდი.

  •  

არავინ არის ბოროტმოქმედი საკუთარ ისტორიაში. ჩვენ ყველანი ჩვენი ისტორიების გმირები ვართ.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება