კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე (გერმ. Christian Johann Heinrich Heine; დ. 13 დეკემბერი, 1797 – გ. 17 თებერვალი, 1856) — ესეისტი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანელი რომანტიკოსი პოეტებისა. წარმოშობით ებრაელი, მოწიფულობის ასაკში მოექცა ქრისტიანობაზე.

ჰაინრიხ ჰაინე (1831)
Reisebilder, 1831

ციტატები

რედაქტირება
  •  

სიყვარული — ეს ტკბილი ტკივილია გულში.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება - ცხვირის მოხოცვა.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ბუნებას, როგორც დიდ მხატვარს, შეუძლია პატარა საშუალებითაც მიაღწიოს ყველაზე დიდი ეფექტს.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ყოველი ქალი სამყაროს საჩუქარია ჩემთვის.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ჩემი გული ყოველთვის აღსავსე იქნება სიყვარულით, ვიდრე ქვეყნად ქალები არსებობენ.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

რომ მქონოდა რაფაელის ფუნჯი, მოცარტის მელოდია და კალდერონის ენა, იქნებ მეც რაიმე გრძნობა ჩამენერგა თქვენთვის.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

სიკეთე სილამაზეზე მაღლა დგას.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

საბოლოოდ სულერთია რისთვის კვდები, მაგრამ თუ კვდები იმისთვის რაც გიყვარს, მაშინ ასეთი თბილი და ერთგული სიკვდილი სჯობს ცივ და უნდო სიცოცხლეს.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მეტად ვაფასებ ძაღლებს.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ქალებმა იციან ერთი ხერხი, რომლითაც შეუძლიათ გაგვაბედნიერონ და ოცდაათი ათასი ხერხი, რომლითაც შეუძლიათ გაგვაუბედურონ.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ყოველი ადამიანი სამყაროა, რომელთან ერთადაც იბადება და რომელთან ერთადაც კვდება, ყოველი საფლავის ქვის ქვეშ ასვენია ერთი მსოფლიო ისტორია.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

ადამიანი არისტოკრატია ცხოველთა შორის.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები


  •  

როდესაც მიდიან გმირები, სცენაზე ჯამბაზები გამოდიან.

  ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება