ჰარი ტრუმენი
ჰარი ტრუმენი ( დ. 8 მაისი, 1884 — გ. 26 დეკემბერი, 1972) — აშშ-ის ოცდამეცამეტე პრეზიდენტი (1945—1953). პრეზიდენტის პოსტი მან დაიკავა ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ.
ციტატები
რედაქტირებაახალგაზრდობაში მე მსურდა გავმხდარიყავი ან პოლიტიკოსი, ან ფორტეპიანოზე დამკვრელი ბიჭუნა ბორდელში. გულახდილად რომ გითხრათ, ამ ორ პროფესიას შორის თითქმის არც არის განსხვავება. |
არასდროს ესმოდათ, რატომ არ იყენებს პრეზიდენტი ძალაუფლებას მათ სამართავად. სინამდვილეში კი, ისაა საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ხალხის მასებს უყვარს, თავად კი მთელ დროს პირფერობასა და ხვევნა-კოცნაში ატარებს და ასე უბიძგებს მათ იმისკენ, რისი გაკეთებაც მათ ნებით თუ ძალით მაინც მოუწევთ. |
საუკეთესო გზა იმისა, რომ მისცეთ თქვენ ბავშვს რჩევა: გაარკვიეთ, რა სურს და შემდეგ ურჩიეთ, გააკეთოს ეს. |
როცა ვინმე მეუბნება, რომ ის არის ორპარტიული, დანამდვილებით ვიცი, რომ ის ჩემს წინააღმდეგ მისცემს ხმას. |
როცა შენი მეზობელი კარგავს სამსახურს, ეს რეცესიაა, ხოლო როცა თავად რჩები სამსახურის გარეშე - ეს უკვე დეპრესია გახლავთ. |