ჰერაკლიტე
ჰერაკლიტე ეფესელი (ძვ. ბერძნ. Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος; დ. დაახლ. ძვ. წ. 520 — გ. დაახლ. ძვ. წ. 460) — ძველი ბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი, იონური სკოლის წარმომადგენელი.
ციტატები
რედაქტირებაბედნიერება რომ ხორციელ სიამოვნებაში იყოს, მაშინ ბედნიერებად ჩათვლიდნენ ხარებს, როდესაც ისინი ბარდს ნახულობენ საჭმელად. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“. თბილისი, 1987
აზროვნება – უდიდესი ღირსებაა, და სიბრძნე ისაა, რომ ჭეშმარიტებას არ უღალატო... აუცილებელია მიჰყვე საყოველთაოს. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
საუბარი ისე უნდა წარიმართებოდეს, რომ ორივე მხარემ მეტი ცოდნა მიიღოს და სასარგებლო რამ შეიძინოს. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
თვითნებობა (ეჭვი) უმალ უნდა ჩააქროთ, ვიდრე ხანძარი. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
ჰესიოდემ ბევრი რამ იცოდა, მაგრამ არ იცოდა რაც მთავრია, რომ დღე და ღამე ერთია. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
სიმართლე დაეწევა მატყუარებსა და ცრუ მოწმეებს. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
უვიცი კაცი ემსგავსება ხარს, რომელსაც საჭმელად ცერცვი უპოვია, ღორებს, რომლებიც ტალახში ტკბებიან; ვირებს, რომელნიც ოქროს ჩალას ამჯობინებენ. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
ზერელე ცოდნა შეცდომისა და შუღლის წყაროა. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
ბევრის ცოდნა გონებას ვერ გაწვრთნის. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
მარადისობა კენჭებით მოთამაშე ბავშვია, ბავშვს ეკუთვნის მეუფეა ამა ქვეყნისა |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
სიმართლე იმაშია, რომ კაცმა ილაპარაკოს სულ ჭეშმარიტება, ბუნებას მიესადაგოს და მის შესაბამისად მოიქცეს. |
ციტატის წყარო: ჰერაკლიტე
უგუნური კაცი შეიძლება ყოველგვარმა მოძღვრებამ გაიტაცოს. |
კანონი რა შავ ქვად გინდათ, როცა ქვეყნის სათავეში არამზადები სხედან. |
უგუნურ შეგრძნებათა მინდობა ტლანქი სულის თვისებაა. |