ჰერმან ჰესე

გერმანელი შვეიცარიის მწერალი და ნობელის პრემიის გამარჯვებული (1877-1962)

ჰერმან ჰესე (გერმ. Hermann Hesse; დ. 2 ივლისი, 1877 — გ. 9 აგვისტო, 1962) — გემანელი მწერალი; 1946 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი ლიტერატურის დარგში.

ჰერმან ჰესე,1926 წელი

ციტატები

რედაქტირება
  •  

იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა.


  •  

ყოველი ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მტკიცება - ჭეშმარიტებაა.


  •  

თუკი ერთი ლუკმა საჭმელიც კი არ გაქვს, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, რომ მარხვა დაიწყო.


  •  

ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას.


  •  

სხვებში ის გვეზიზღება, რაც ამავდროულად ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს.


  •  

სიყვარული ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახოს, რამდენის ატანა შეგვიძლია.


  •  

ფრინველი კვერცხიდან გამოჩეკას ცდილობს. კვერცხი სამყაროა. ვისაც უნდა, რომ იშვას, სამყარო უნდა დაანგრიოს.


  •  

ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ჯერ სიკვდილის შიში გვქონდეს, მერე კი ერთმანეთი გვიყვარდეს. განა სწორედ სიკვდილის წყალობით არ არის ხოლმე ეს ცხოვრება ასე საოცრად წარმტაცი.


  •  

გიჟთან ურთიერთობისას საუკეთესო გამოსავალი საღად მოაზროვნე ადამიანის როლის თამაშია.


  •  

ბედნიერება ტალანტია და არა რაიმე ხელშესახები საგანი.


  •  

ალბათ ჩემნაირ ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული. სწორედ ესაა რიგითი ხალხის საიდუმლო - ისინი სიყვარულის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.


  •  

ჩემს ნაწერებში მკითხველი კარგავს რეალობის განცდას... და როდესაც მე ვხატავ, ხეებს აქვთ სახეები, სახლებს - ღიმილი ან კიდევ ცეკვავენ... ან-ტირიან...


 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ჰერმან ჰესე