ბერტოლტ ბრეხტი (Bertolt Brecht) (სრული სახელი Eugen Berthold Friedrich Brecht ოიგენ ბერტოლდ ფრიდრიხ ბრეხტი). (1898-1956) — გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი და დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი, თეატრ „ბერლინის ანსამბლის“ დამაარსებელი.

ბერტოლტ ბრეხტი

ციტატები

რედაქტირება
  •  

ხალხს მხოლოდ იმის ნახვა რომ სურდეს, რაც ესმით, თეატრის ნაცვლად აბანოში წავიდოდნენ.


  •  

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ძლიერები არიან, და რომ მათ ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.


  •  

ვზივარ ჩვეულებრივ გზაზე, უცნობი კაცი მიცვლის მანქანაზე საბურავებს, არ მაინტერესებს სად მივდივარ, საიდან მოვდივარ და რატომ მივდივარ მაგრამ მაინც სულმოუთქმელად ველოდები როდის შეიცვლება საბურავები.


  •  

სიტყვებს გააჩნიათ საკუთარი სული.


  •  

სუსტი მახსოვრობა ძალას გვმატებს.


  •  

ვინც იბრძვის შეიძლება დამარცხდეს, ხოლო ის ვინც არ იბრძვის, უკვე დამარცხებულია.


  •  

განმარტება ხშირად მხოლოდ თავის გამართლებაა.


  •  

მიდიან ცხვრები და უკრავენ დოლზე, დოლის ტყავს კი თვითონ ცხვრები იძლევიან.


  •  

ხელოვნება ცოდნას მოითხოვს.


  •  

უბრალოდ იყო ექიმი არაა საკმარისი, უნდა შეგეძლოს დახმარებაც.


  •  

გადატრიალებები ჩიხებში იქმნება.


  •  

სიკვდილის კი არა, ცარიელი ცხოვრების უნდა გეშინოდეს.


  •  

იუმორი დისტანციის შეგრძნებაა.


  •  

სუსტი ტვინით მოაზროვნე აბსტრაქტულად გამოთქვამს აზრს, დიდებულად და არასწორად.


  •  

აუტანელია ცხოვრება ქვეყანაში, რომელშიც არ არის იუმორის გრძნობა, უფრო აუტანელია ქვეყანა, სადც იუმორის გრძნობა აუცილებელია გადასარჩენად.

[საჭიროებს წყაროს მითითებას/დაზუსტებას]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება