ვიკიციტატა:ლიტერატურის მითითება

ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიციტატის რედაქტორის სახელმძღვანელოს ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვც:ლმ

1. თუ ციტატის ავტორის ან წყაროს მითითება ხდება ტექსტში ციტატის შემდეგ, მაშინ ის უნდა ჩაისვას ფრჩხილებში.

  • “...ციტატა...” (ი.ჭავჭავაძე)
  • “...ციტატა...” (ი.ჭავჭავაძე, “ქვათა ღაღადი”)
  • “...ციტატა...” (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია)

2. თუ ციტატის წყაროს თაობაზე უფრო დაწვრილებით გსურთ მითითება, იგი განათავსეთ სტატიის ბოლოში, სექციაში “გამოყენებული ლიტერატურა” და გადასვლის ადგილთან ჩაწერეთ ასეთი ბმული:


“...ციტატა...” [[#გამოყენებული ლიტერატურა|ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]]


  1. თუ ტექსტში ციტატას არ იყენებთ, მაგრამ აკეთებთ მითითებას (ბმულს) გამოყენებული ლიტერატურის სექციის რომელიმე სტრიქონზე, მაშინ ჩაწერეთ ასე:
    <sup>[[#გამოყენებული ლიტერატურა|ნომერი სიაში]]</sup>
  2. თუ ტექსტში რომელიმე წყაროზე დაყრდნობით რაიმე ფაქტს უთითებთ და გჭირდებათ სქოლიოში წყაროს მითითება, ფაქტის კონსტატაციის ბოლოს ჩასვით
    <ref>მითითება წყაროზე</ref>.
ამასთან სტატიის ბოლოს სექციაში "სქოლიო" უნდა ჩასვათ თარგი {{სქოლიოს სია}}, რომელიც ავტომატურად ჩასვამს ამ სექციაში ზემოთ სტატიაში მითითებულ ყველა წყაროს.

სექცია „ლიტერატურა“

რედაქტირება

ვინაიდან ვიკიციტატის გამოყენება განსაზღვრულია აგრეთვე ბეჭდვითი ფორმით, სტატიების ბოლოს ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს მითითები ბეჭდვით პროდუქციაზე და ინტერნეტის რესურსებზე. ამიტომ რეკომენდებულია სტატიის შემდეგ დაიწეროს ჯერ „ლიტერატურა“, შემდეგ „იხილეთ აგრეთვე“ (ვიკიწყაროსა და ვიკიპედიის შიდა ბმულები), ბოლოს კი - „ინტერნეტის რესურსები“ (გარე ბმულები).

თუ „ლიტერატურის“ ბლოკში ჩამოთვლილია მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურა, მაშინ სექციასაც ასე უნდა ეწოდოს. თუ იქვე მიუთითებთ ასევე რეკომენდებულ ლიტერატურას, რომლის გაცნობასაც ურჩევთ მკითხველს, მაშინ სექციას დაარქვით „ლიტერატურა“, რომელიც ორი განაყოფი ექნება: „გამოყენებული ლიტერატურა“ და „რეკომენდებული ლიტერატურა“.

  1. ლიტერატურის სიაში ჯერ მიუთითეთ ქართულენოვანი წყაროები, შემდეგ უცხოენოვანი.
  2. წყაროს ავტორი იწერება კურსივით.
  3. წყაროს სათაური იწერება ნორმალური შრიფტით ფრჩხილების გარეშე, მას მოსდევს ტომის (წიგნის) ნომერი, გვერდების ნომერი.
  4. შემდეგ იწერება ტირე და სხვა პარამეტრები: გამოცემის ქალაქი, გამომცემლობის სახელი, გამოცემის წელი, ISBN კოდი (თუ ცნობილია თქვენთვის).
  5. წყაროს აღმწერი პარამეტრები ერთმანეთისაგან გამოყავით მძიმეებით.

მაგალითი:

  • ს.ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, ტ. I, გვ. 95 - თბილისი, “მერანი”, 1998.


ციტირების თარგები

რედაქტირება

წყაროს მისათითებლად პრაქტიული საშუალებაა ციტირების თარგები: {{Cite book}}, {{Cite web}}. პირველი გამოიყენება წიგნებისთვის და სხვა ბეჭვდითი ლიტერატურისთვის, ხოლო მეორე ინტერნეტ რესურსებისთვის. მოხმარების წესის დეტალური ცნობისთვის იხილეთ თავად თარგები.

მაგალითები

ვწერთ - {{cite book | title=Mysterious book }}
გვაძლევს - Mysterious book. 

ვწერთ - {{cite web |author=Doe, John |title=My favorite things part II |publisher=Open Publishing |date=2005-04-30 |work=Encyclopedia of things |url=http://www.example.org/ |accessdate=2005-07-06 }}
გვაძლევს - Doe, John (2005-04-30). My favorite things part II. Encyclopedia of things. Open Publishing. დამოწმების თარიღი: 2005-07-06.