გამზრდელი — ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი პოემა, რომელიც 1898 წელს დაწერა. პოემა გამზრდელი მოგვითხრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ვაჟკაცობასა და ტოლერანტობის შესახებ. პოემა გამოირჩევა აკაკისთვის დამახასიათებელი ტკბილი ჟღერადობით. „გამზრდელი“ აკაკის მსოფლმხედველობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. პოემა ფინალით განსხვავდება სხვა მხრივ მსგავსი ნაწარმოებებისგან „მატეო ფალკონე“ (პროსპერ მერიმე, 1829), „ტარას ბულბა“ (ნიკოლოზ გოგოლი, 1842), და „ხევისბერი გოჩა“ (ალექსანდრე ყაზბეგი, 1884).

აკაკი წერეთელი „გამზრდელის“ ავტორი


  •  

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვინმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს!
მტრისას მისი გამოცანა!..

  — აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „გამზრდელი“


  •  

მის ოცნებას, მის გულისთქმას
უნდა მიჰყვე, დაემონო,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი
მწარე სიკვდილს შეუწონო.

  — აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „გამზრდელი“


  •  

საფერ-ბეგო! პირშავობა
შენი ვიცი, შემიტყვია!..
და დღეიდან ჩვენ ორს შუა
მოციქული არის ტყვია!

  — აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „გამზრდელი“


  •  

არის ზოგი შეცოდება,
რომ სათქმელად საძნელოა...
არც შენდობა უხერხდება!

  — აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „გამზრდელი“


  •  

რაც ქვეყანას მიაჩნია
რჯულზე უფრო უმტკიცესად,
რომ გასტეხე, ის გეყოფა
სიკვდილამდე შენ საკვნესად.

  — აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „გამზრდელი“


  •  

მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა?

  — აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „გამზრდელი“


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „გამზრდელი“