გერონტი ქიქოძე (დ. 4 სექტემბერი, 1886, ბახვი ― გ. 1 აგვისტო, 1960, თბილისი) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი

ციტატები

რედაქტირება
  •  

სტალინს...პატივმოყვარეობის დემონი ჰქეჯნიდა. ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერის და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა...მლიქვნელობის სულმა თითქმის მთელი ქართული მწერლობა, პლასტიკური ხელოვნება და, ნაწილობრივ, მუსიკა გაჟღინთა. ქართველმა პანეგრისტებმა სტალინი აიყვანეს იმ სიმაღლეზე, რომელზეც არასოდეს არცერთი ეგვიპტელი ფარაონი არ აუყვანიათ. საქართველოს ისტორიული წარსული, თვით ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ეპოქები, ბოლოს თვით კოსმოსის განვითარება სტალინის ცხოვრების პრელუდიად იქნა გამოცხადებული


  •  

ეს იყო ტემპერამენტიანი პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც ოდნავ შესამჩნევი ენაბრგვილობა ხელს არ უშლიდა პოპულარული სახალხო ტრიბუნი გამხდარიყო (ნოე ჟორდანიაზე)


  •  

ამბობენ, ლენინს ძალიან ეწყინა, რომ ქართველმა ბოლშევიკებმა ვერ შესძლეს ნოე ჟორდანიას შეთანხმებოდნენ და ორჯონიკიძეს და ბუდუ მდივანს გულისწყრომით უთხრა, თქვენ სოციალიზმის საქმე დააზიანეთ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიო


  •  

როგორც უნდა შეფასდეს საბოლოოდ ნოე ჟორდანიას მმართველობა, უცილობელია, რომ მან ხელი შეუწყო ეროვნული მთლიანობის და თავისუფლების იდეების აღორძინებას. ეს იდეები კი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიჩქმალული იყო ქართველი ერის შეგნებაში.
შემოფარგლულ იქმნა საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვრები, რომლებიც დღემდე არსებითად აღარ შეცვლილან. ქართველობას განუმტკიცდა რწმენა, რომ მას საკუთარი სახელმწიფოს შექმნა შეუძლია ურთულეს საერთაშორისო პირობებში


  •  

იოსებ სტალინის დიქტატურის სუსხიან წლებში...საზოგადოებრივი ცხოვრება მოიშალა, თავი იჩინა ყველაზე აღვიახსნილმა და ველურმა ეგოცენტრიზმმა. ადამიანს თითქო დაავიწყდა, რომ შეუძლებელია ის ბედნიერი იყოს, თუ მისი გარემომცველი წრე უბედურია


  •  

საბჭოთა პერიოდში მხატვრულმა ლიტერატურამ მცირეოდენის გამოკლებით დაკარგა ის მნიშვნელობა, რომელიც მამხილებელ ლიტერატურას აქვს. და ეს მოხდა იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი პოეტი, ბელეტრისტი და დრამატურგი მოკლებული არ იყო, არც ნიჭსა და არც ცოდნას


  •  

ეს ადამიანი [სტალინი] ცხოვრებას შეუნელებელ ომად თვლიდა. კაცი მას ან უნდა გასცლოდა, ან დამორჩილებოდა. მისი მძაფრი ცალი ხელის მოძრაობა (მეორე ხელი შემხმარი ჰქონდა), მისი დამცინავი ღიმილი თხელ ტუჩებზე, მისი გამსჭვალავი თვალების გამომეტყველება მოწმობდნენ, რომ ის ათვალისწუნებით ან უნდობლად უყურებდა ადამიანებს და უმრავლესობას ან ადვილად მოსასყიდად თვლიდა, ან მონური მორჩილების და დასჯის ღირსად


  •  

სტალინი ყოველთვის დროს პოულობდა წიგნები ეკითხა, მაგრამ ცალმხრიდავ განათლებული კაცი იყო და, არსებითად, ვერ იცნობდა დასავლეთ ევროპის კულტურას

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3