დახმარება:ახალი გვერდის შექმნა

ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიციტატის რედაქტორის სახელმძღვანელოს ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.

ვიკიციტატის ამ გვერდზე ზედა სტრიქონში ხედავთ ბმულს რედაქტირება. თუ ამ ბმულზე დააწკაპუნებთ, გვერდის შესაბამისი ტექსტი გამოჩნდება ფანჯარაში, სადაც შეგიძლიათ რედაქტირება ანუ ცვლილებების და დამატებების შეტანა. ახალი გვერდის შესაქმნელად არსებობს რამდენიმე გზა.

ძიების ფანჯრის გამოყენება


ახალი გვერდის შესაქმნელად ყველაზე მოხერხებული გზაა, თქვენს მიერ შერჩეული სათაური (ვთქვათ ბულგაკოვი, მიხეილ) აკრიფოთ ვიკიციტატის ნებისმიერ გვერდის მარცხენა სვეტის ძიების ფანჯარაში. თუ დააჭერთ ღილაკს სტატია, მიიღებთ პასუხს, რომ არ არსებობს გვერდი ამ სათაურით ან თუ უკვე არსებობს - თვით ამ სტატიას. პირველ შემთხვევაში, დააჭირეთ წითელ ბმულზე (შექმნათ სტატია ამ სათაურით), შედეგად გამოვა ცარიელი გვერდი, რომლის სათაური იქნება ბულგაკოვი, მიხეილ. შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას.

გვერდის url-მისამართის შექმნა


იგივე შედეგს მიიღებთ, თუ სამისამართო ფანჯარაში აკრეფთ ასეთ ტექსტს: http://ka.wikiquote.org/wiki/ბულგაკოვი, მიხეილ. ეკრანზე გამოვა შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ ეს გვერდი ჯერ ცარიელია. მაშასადამე თქვენ შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიხსნება ამ სახელით არსებული გვერდი.

ახალი ბმულის შექმნა


ქართულ ვიკიციტატაში ციტატები იყოფა ნაწარმოებების, ფილმების, მულტფილმების, პიროვნებების ან თემატიკის მიხედვით. ყოველ ამ კატეგორიას თავისი ქვეკატეგორიები გააჩნია. მაგალითაად პიროვნებები იყოფიან საქმიანობის მიხედვით. მთავარ გვერდზე ჩამოთვლილია ძირითადი კატეგორიები და მათში არსებული სტატიების სიები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ არსებობს თუ არა თქვენთვის საინტერესო სტატია. დავუშვათ გსურთ მიხეილ ბულგაკოვის ციტატების კრებულის შედგენა, ძიებით ან პიროვნებების სიაში ნახავთ რომ ეს სტატია არ არსებობს. შეგიძლიათ პიროვნებების სიაში ასო ბ-ზე ჩაწეროთ ბულგაკოვი, მიხეილ, რომელიც წითლად გამოჩნდება, დააწკაპოთ მასზე და გაიხსნება რედაქტირების ფანჯარა, სადაც შეძლებთ სტატიის ჩაწერას.

ჩვენი რჩევები


ახალი გვერდის შექმნისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • თუ არსებობს მსგავსი შინაარსის სტატია, იფიქრეთ ღირს თუ არა ახალი სტატიის შექმნა, თუ უმჯობესია ძველის რედაქტირება. მაგალითად, თუ არსებობს სტატია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნუ შექმნით იგივე შინაარსის ახალ სტატიას გაერო.
  • თუ ერთ სტატიას ორი ალტერნატიული სათაური შეიძლება ჰქონდეს, გვერდი უნდა შეიქმნას ორივეზე: გაერო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ამასთან ძირითადი სტატიის ტექსტი უნდა ჩაწეროთ ერთ-ერთ მათგანში, ვთქვათ ეს არის გაერო, მაშინ მეორე გვერდში უნდა ეწეროს მხოლოდ გადამისამართების აღნიშვნა ამგვარად #REDIRECT [[გაერო]].
  • ახალ გვერდზე მუშაობისას მოიფიქრეთ, კიდევ რა ახალ გვერდებს შეიძლება ჩაუყაროთ საფუძველი აქედან და შესაბამისი სიტყვები ჩასვით ორმაგ ორმხრივ კვადრატულ ფრჩხილებში.