დახმარება:საერთო რჩევები
რჩევები ვიკიციტატის ახალბედა რედაქტორებს:
- სტატიას სახელი დაარქვით ვიკიციტატის წესების დაცვით (გვერდების სახელები)
- არ გამოიყენოთ ინფორმაცია, რომლის საავტორო უფლებები დაცულია.
- პატარა სტატია ბევრი ბმულებით უკეთესია, ვიდრე დიდი სტატია ცოტა ბმულებით.
- პატარა, არასრული სტატია უმჯობესია, ვიდრე არაფერი.
- დაწერეთ სტატია იმ თემაზე, რომელიც უკეთ იცით ან გაინტერესებთ.
- შეადგინეთ სტატიის ესკიზი და შემდეგ ნელ-ნელა შეავსეთ სათანადო ინფორმაციით.
- განხილვის გვერდებზე კომენტარების განთავსებისას აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი (ან ფსევდონიმი), ხოლო ძირითად გვერდზე ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია.
- შემჩნევისთანავე აუცილებლად შეასწორეთ სხვა სტატიაში სხვა რედაქტორის მიერ დაშვებული შეცდომა ან უზუსტობა.
- გამოიყენეთ ენათშორისი ბმულები.
- ყოველთვის შეამოწმეთ ანონიმი ავტორების მიერ შეტანილი ცვლილებები.
- ყურადღებით წაიკითხეთ სტილების სახელმძღვანელო - სტატიების გარკვეული ჯგუფისთვის სტილებია ჩამოყალიბებული (მაგ. ბიოგრაფიული სტატიები, თარიღების სტატიები და სხვა).
იხილეთ აგრეთვე: