ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე (დ. 25 სექტემბერი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.
ციტატები
რედაქტირება- „უწმინდესო და უნეტარესო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქართველო ოფიცრებო და ჯარისკაცებო, ღრმად პატივცემულო სტუმრებო, 100 წლის წინ გამოცხადებული საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა, დღეს რეალობაა და მინდა, უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ, ჩვენი წინაპრების სანუკვარი ოცნების ასრულება, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა.
100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავისუფლებისაკენ. ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, საქართველომ მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რაც დღეს, ერთი საუკუნის გასვლის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოება და მისი შეიარაღებული ძალები ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები.
ქალბატონებო და ბატონებო, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი მონაპოვარი და პრივილეგიაა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე, ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. ეს უდიდესი ამოცანაა, რომლის გადაჭრისთვისაც ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი.
მოგმართავთ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ფიცს დებთ ჩვენი დროშის წინაშე. საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა. დღეს თქვენ დაპირდებით სამშობლოს, რომ მას უერთგულებთ და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის, ჩვენი თანამედროვე გმირების ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის საქმეს გააგრძელებთ.
ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანა სამშობლოსათვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვაა. მინდა, გისურვოთ, სამშობლოსადმი თქვენი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებითა და წარმატებებით აღსავსე.
სამშობლო და ხალხი თქვენგან თავდადებას მოითხოვს და განსაკუთრებულად ამაყობს თქვენით. საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და იმედის თვალით შემოგხედავთ, სადაც არ უნდა იყოთ, ჩვენს ქვეყანაში, თუ საერთაშორისო მისიებში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ აყვავებასა და აღმავლობას გისურვებთ!
- ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში
- „მოსამართლეები, რომლებიც ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცებს აკეთებენ“
- „ჩვენ ხო ფაქტებით უნდა ვისაუბროთ, ოჯახში, როცა რაღაც დავა არსებობს, ხო არ შეიძლება ჩვენ მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ, როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს“. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი. მთავარი არის ფაქტი - ქმარმა ცოლს სცემა თუ არა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია. ეს რას ნიშნავს? ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არ არის?!“
- „თქვენ იცით კავკასიური ცარცის წრე, ეს ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება დადგა დედის როლში, რომელმაც ყველაფერი სცადა, რომ მინიმალურადაც არ სტკენოდა მის შვილს, ბავშვს, ქვეყანაზეა აქ საუბარი. ეს გახდა იმის მიზეზი, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე პროპორციული სისტემის ინიციატივით გამოვიდა. ამაზე პასუხი რა იყო? სამი თვის განმავლობაში დადგნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩაში და ხელს ტკენდნენ ბავშვს.“
- „გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს. გოიმობა რა არის ყველამ კარგად იცის მე მგონი, ამას განმარტება არ სჭირდება. მე მგონი საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის რა არის გოიმობა და ასევე, საზოგადოებამ იცის ის, თუ რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი, ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში“ ირაკლი კობახიძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას მისი განცხადების შესახებ, რატომ უწოდა ოპოზიციას „გოიმური“
- „ნაციონალი“ თავისი არსით არის ანტივაჟა“
მის შესახებ
რედაქტირება- „ირაკლი კობახიძემ სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა“ — გიგი უგულავა
- „კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა“ — ნინო ბურჯანაძე