მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – 2013 წლის 17 ნოემბრამდე. პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36-ი წლის ასაკში). მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი — სანდრა რულოვსი, ჰყავს ორი შვილი — ედუარდი და ნიკოლოზი.
ციტატები
რედაქტირებაჩვენ საქართველო ისეთი უნდა ავაშენოთ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და როგორსაც დღეს, ჩვენ ვოცნებობთ. |
სოლიდარობა – ყველაზე უდიდესი და დასაფასებელი რამაა, რასაც მეოცე საუკუნეში „ეწეოდნენ“. |
ერთა შორის კავშირების შემოწმება მაშინ კი არ ხდება, როდესაც ამის გაკეთება ადვილია, არამედ მაშინ, როცა ეს რთულია. საქართველო აშშ-სა და ევროპის მადლიერია ბოლო წლებში გაწეული თანადგომისათვის. ახლა ჩვენ გვეამაყება ის, რომ ვიდგეთ და ვიბრძოლოთ თქვენს გვერდით. |
მე გპირდებით, რომ თქვენი სირცხვილის მიზეზი არასდროს ვიქნები. |
საქართველოს რუსეთი მტრად ნამდვილად არ სჭირდება. |
საქართველო არ არის უბრალოდ ევროპის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანაცაა. |
პირველი და უმნიშვნელოვანესი – ჩვენი ხედვა მშვიდობიანი და ერთიანი საქართველოსა, მხოლოდ ერთი საშვალებით მიიღწევა, პატივი უნდა ვცეთ ოსეთს და დავიცვათ თითოეული ოსის უფლებები. |
ბოლოს 15 წლის მანძილზე საქართველოს პირველად აქვს საკუთარი ელექტროობა გარანტირებული. ეს ისტორიაში უნდა შევიდეს. |
დროა ვკითხოთ საკუთარ თავს, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მსოფლიოსთვის? |
რა გგონიათ, დათვს რომ ბაბაის დაუძახებ, მოეწონები და აღარ შეგჭამს? დათვი უნდა გააგდო, დათვთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ხოლო როცა ის ადამიანური სახით მოგიბრუნდება, ადამიანს ყოველთვის უნდა ელაპარაკო. |
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს საკითხი თითქმის მკვდარია. ეს ტრაგიკულია. თუ ისინი ნატო-ს მოკვლას (საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იმედის) მოახერხებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები სწორი მიზნებისათვის იბრძოდნენ. ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ პოლიტიკური მიზნების მიღწევა სასტიკი მეთოდებითაც შესაძლებელია და რომ პუტინი მართალი იყო. მან ბევრჯერ მითხრა, - შენი მოკავშირეები კარგ რამეებს გპირდებიან, მაგრამ დაპირებებს ყოველთვის არ ასრულებენ. მე კარგს ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ შევასრულებ. |
საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. იმიტომ, რომ თურქეთსა და ირანში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი მუსულმანი ქართველი... |
ციტატის წყარო: აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებთან შეხვდაზე წარმოთქმული სიტყვიდან.
- მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (21 ივლისი 2009). დამოწმების თარიღი: 27 აგვისტო 2010.
- სააკაშვილი – საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრეს ნიუსი“ (21 ივლისი 2009). დამოწმების თარიღი: 27 აგვისტო 2010.
წყალტუბო იციან ყველა არაბულ ქვეყანაში... დამპყრობლები აქ აზიიდან ჩამოდიოდნენ, მაგალითად, თემურ-ლენგს ფეხი ჰქონდა სამკურნალო და იმის გამო, რომ უცებ ვერ მოარჩინეს, თბილისი გადაწვა. |
ციტატის წყარო: "სააკაშვილი დედამისს კარგად არ უსმენს, თორემ ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა". გაზეთი კვირის პალიტრა“ (15 ნოემბერი, 2010). დამოწმების თარიღი: 13 დეკემბერი, 2010.
დემოკრატია არ არის ის, როცა რამდენიმე ასეული ადამიანი მიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში ალიაქოთი უნდა მოაწყოს, მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ - მათ ჰგონიათ, რომ დანარჩენი ხალხი ბრიყვია და ყველაფერი მხოლოდ თავად ეკუთვნით. |
ციტატის წყარო: პატრიოტთა ბანაკის დამსვენებლთა პირველი ნაკიდისთვის მიმართვიდან. მიხეილ სააკაშვილი: დემოკრატია არ არის რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ ქალაქის ცენტრში ალიაქოთის მოწყობა. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი (8 ივნისი, 2011). დამოწმების თარიღი: 19 ივნისი, 2011.
ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია |
საქართველოში მუშტს დავარტყამდი და ხელის მოწერის გარეშე ყველაფერი სრულდებოდა, აქ ასე არ ხდება... |
ყველაზე მეტად გეშინოდეთ იმ ხალხის, ვინც იძახის, რომ არ აქვს პრეზიდენტად გახდომის უახლოესი გეგმები და უნდა იყოს ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი. |
სამართლიანი სასამართლო საქართველოში არ ყოფილა. არც ქართველი მეფეების დროს; არც რუსი მეფის დროს; არც ნოე ჟორდანიას დროს; კომუნისტების დროს ხო არ ყოფილა და არ ყოფილა; შევარდნაძის დროს იძახიან იყოო, მაგრამ კარგად გვახსოვს, რაც იყო. სამართლიანი სასამართლო კი არა, შევარდნაძის დროს სასამართლო არ იყო საერთოდ. ჩვენი დამსახურება იცით რა არის? ჩვენ ვართ პირველები, რომლის დროსაც მთავარი თემა გახდა უნდა იყოს თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი. ე.ი. იმდენად მოვაგვარეთ ყველა სხვა პრობლემა, რომ საზოგადოებამ მოიცალა სასამართლოსთვის... |
მე ყველაფერს ვუსმენ, რასაც ხალხი ლაპარაკობს. მე ქვეყნის და თითოეული ადამიანის პრეზიდენტი ვარ |
ციტატის წყარო: https://on.ge/story/29933-2007-წლის-7-ნოემბერი-მოვლენების-ქრონოლოგია
მის შესახებ
რედაქტირება- ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში – ირაკლი კობახიძე