გიორგი გახარია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
* „რთული დღეები დაგვიდგა, ვგულისხმობ პირველ რიგში პანდემიას. განსაკუთრებით დაზიანდა ბათუმი, იმიტომ, რომ ბათუმი საქართველოს ტურისტული დედაქალაქია, მაგრამ ჩვენ, ერთად ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დარტყმა ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ბათუმის ეკონომიკაზე როგორმე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ამას მოვახერხებთ. ბათუმელებმა მოიგონეს პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული საკარანტინე სივრცე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ყველანი ერთად ვართ წარმატებულები პანდემიის რისკების მართვაში, ეს საკარანტინე სივრცეები არის გასაღები ქართული მოდელის, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით. ეს გვიცავს თითოეულ ჩვენგანს. გარდა ამისა, გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს სასტუმროების ბიზნესს თანამშრომლების დასაქმებაში. ჩვენ ყველა უნდა ვიყურებოდეთ ხვალინდელი დღისკენ, სწორება უნდა გავაკეთოთ მომავალზე და ყველანი უნდა მივხვდეთ იმას, რომ ამ ვირუსს დავარმარცხებთ, მთავარია, გადავარჩინოთ ეკონომიკა და ყველამ ერთად, ეკონომიკური აღორძინებისთვის ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ“
* „ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე. ბათუმი არის წერტილი, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო გზების კვანძი. ბათუმს წლებია ქვეყნისთვის აქვს უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. არა მხოლოდ ეკონომიკური, რა თქმა უნდა, კულტურულიც, მაგრამ ეკონომიკა დღეს იქმნება არა მარტო თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და ბევრ სხვა ქალაქებში. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი არის ის ქალაქი, რომელის წარმატებითაც თითოეული ქართველი ამაყობდა და იამაყებს“
* „მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს ყველას პირში ვეუბნები“
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/გიორგი_გახარია“-დან