ფრიდრიხ შილერი
იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ.: Johann Christoph Friedrich von Schiller; დ. 10 ნოემბერი 1759, მარბახ ამ ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი — გ. 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ციტატები
რედაქტირებახელოვანმა უნდა აირჩიოს მოკლე მხედველობა კაცობრიობისა, რომლის სამოძღვრებოდაც იგი წერს და არა ღრმა განმჭვრეტელობა ყოვლისშემძლე ძალისა, ვისგანაც იგი თვითონ სწავლობს. |
მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა. |
სამყაროს მართავენ სიყვარული და შიმშილი. |
ვაი მაშინ მე... თუ ჩემი მრწამსი რყევას დაიწყებს ჩემი მაჯისცემის მიხედვით. |
ხმები უნდა იქნას აწონილი და არა დათვლილი. |
პატროკლეც მოკვდა, თუმცა იყო შენზე ძლიერი. |
უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი. |
თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ, რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა. |
იცხოვრე შენს ეპოქაში, მაგრამ ნურასოდეს იქცევი შენი ეპოქის ქმნილებად. |
ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს. |
ბედნიერია ის კაცი, ვისაც შეუძლია იმის ატანა, რასაც ვერასდროს შეცვლის. |
რომელ რელიგიას მივსდევ? შენს მიერ ჩამოთვლილთაგან არცერთს. რატომ არცერთს? გულში ერთი მარადიული რელიგიის განცდის გამო. |
ბრძენმა შეიძლება მიაღწიოს ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ფაქიზი სულის ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი. |
ჩალის ფასი ედება ხუმრობას, თუკი მასზე თავად ხუმარაც იცინის. |
ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები. |