ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა (ინგლ. A Song of Ice and Fire) — ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია, დაწერილი ამერიკელ ავტორ, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის მიერ. მარტინმა სერიაზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი, „სატახტოთა თამაში“, 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია თანდათან ოთხ, ექვს და საბოლოოდ შვიდტომეულამდე გაფართოვდა. მეხუთე წიგნი, „ცეკვა დრაკონებთან“, ხუთი წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექვსე, „ზამთრის ქარები“ კი, დაწერის პროცესშია.
ციტატები
რედაქტირებარაინდი რომელსაც თავისი ფიცი ახსოვს |
მეომრის სახელით გიბრძანებ იყო მამაცი. მამის სახელით გიბრძანებ იყო მართალი. დედის სახელით გიბრძანებ დაიცვა ახალგაზრდა და უდანაშაულო. მოახლის სახელით გევალება დაიცვა ყველა ქალი... — საქორწინო ფიცი |
მზე ჩადის და ჩემი გუშაგობა იწყება. ჩემს სიკვდილამდე არ დასრულდება. ცოლს არ შევირთავ, მიწებს არ დავეუფლები, მამა არ გავხდები, გვირგვინს არ დავიდგამ, დიდებას არ მოვიპოვებ. საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდები. ღამის სიბნელეში მახვილი ვარ. კედელზე გუშაგი ვარ. ფარი ვარ, რომელიც ხალხს იცავს. ჩემს ცხოვრებას და ღირსებას ღამის საგუშაგოს ვუძღვნი. ამ ღამიდან ყველა მომდევნო ღამის ჩათვლით. — ღამის ებგურის ფიცი |
ზამთარი მოდის — სტარკების დევიზი |
ცეცხლი და სისხლი — ტარგარიენების დევიზი |
გესმას ჩემი ღრიალი — ლანისტერების დევიზი |
რისხვა ჩვენია — ბარათეონების დევიზი |
ოჯახი, მოვალეობა, ღირსება — ტალების დევიზი |
ჩვენ არ ვთესავთ — გრეიჯოების დევიზი |
ღირსებასავით მაღალი — არინების დევიზი |
ვიზრდებით და ვძლიერდებით — ტირელების დევიზი |
ქედუხრელი, მოუდრეკელი, გაუტეხელი — მარტელების გვარი |
ვალარ მორგულის — „ყველა კაცი უნდა მოკვდეს“ მაღალვალირიულად |
ვალარ დოჰაერის — „ყველა კაცმა უნდა იმსახუროს“ |
ღამე ბნელია და შიშით აღსავსე. |
ლანისტერები ვალს ყოველთვის იხდიან |
რაც მკვდარია აღარ მოკვდება, მაგრამ უფრო ძლიერი აღდგება — რკინითშობილების გამოთქმა |
და ახლა მისი გუშაგობა დასრულდა — ღამის ებგურის ძმების გამონათქვამი |
სატახტოთა თამაში
რედაქტირებადილა უღრუბლო და ცივი გათენდა, ჰაერს შერეული სუსხი ზაფ- |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
უჩინო კაცი შეიძლება ხალს მოწყალებას ევედროს, მაგრამ მისი კიცხვა არასოდეს არ უნდა გაბედოს. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
– შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია? |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
თუკი კაცს სიცოცხლეს ართმევ, მის წინაშე მოვალე ხარ, თვალებში ჩახედო და მისი უკანასკნელი სიტყვები ისმინო და თუკი ამის ატანა არ შეგიძლია, მაშინ იქნებ, ის კაცი სიკვდილს არც იმსახურებდეს. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
მმართველი, რომელიც დაქირავებული ჯალათების ზურგსუკან იმალება, მალევე ივიწყებს, თუ რა არის სიკვდილი. — ედარდ სტარკის გამონათქვამი |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
არასოდეს დაიჯერო, რასაც ქალის ძუძუს აკრული გაიგონებ. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
ამპარტავანი მტრების ნაცვლად ღირსეული მტრები თუ მეყოლება, ღამით უფრო მშვიდად დავიძინებ |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
სიკვდილი საზარელი დასასრულია და მეტი არაფერი, როდესაც სიცოცხლე ათასი შესაძლებლობითაა სავსე. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
მათ ვძულვარ, მათზე უკეთესი ვარ და იმიტომ. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
უბრალო ხალხი ლოცულობს, რომ წვიმა მოვიდეს, ბავშვები ჯანმრთელად იყვნენ და ზაფხული არასოდეს დასრულდეს, მათ არაფერში ენაღვლებათ დიდებული ლორდების სატახტოთა თამაში, ოღონდ კი მათ დაანებონ თავი, მაგრამ თავს არასოდეს ანებებდნენ. — სერ ჯორაჰი დეინერისს |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
როდესაც სატახტოთა თამაშში ერთვები, იმარჯვებ ან კვდები. შუა არ არსებობს. — სერსეი ნედ სტარკს |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
შენ შენი ღირსება აბჯარივით გაცვია, სტარკ. გგონია, დაგიცავს და დაგიფარავს, მაგრამ ამის ნაცვლად გამძიმებს და მოძრაობას გიშლის. — პიტერ ბეილიში ნედ სტარკს |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
კაცი ფულისთვის რომ იბრძვის, ის მხოლოდ თავისი ქისის ერთგულია. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
მეფეთა ჯახი
რედაქტირებაგვირგვინი უცნაურ რამეებს აკეთებინებს მათ ქვეშ მყოფ თავებს. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
გეგმები ხილს ჰგავს, მომწიფება სჭირდება. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
დამარცხებულებს მხოლოდ მშიშრები ხოცავენ. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
შიში სირცხვილი არააო, ასე მეუბნებოდა მამაჩემი. საქმე ისაა, ის თუ მას როგორ ვხვდებით. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
ძალაუფლება იქ ბუდობს, სადაც ხალხს მიაჩნია, რომ ბუდობს. არც მეტი, არც ნაკლები. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
დილის ჰაერი ცეცხლმოდებული ღმერთებიდან ავარდნილ კვამლს დაებნელებინა. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
როდესაც მეკობრე საკმარისად მდიდრდება, მას პრინცად აქცევენ ხოლმე. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
ის, ვინც ცხოვრებაში ჩქარობს, საკუთარი საფლავისკენ მიიჩქარის, |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
შეშინებული კაცი დამარცხებული კაცია. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
რკინის კუნძულები წარსულში ცხოვრობდა, აწმყო მეტისმეტად მძიმე და მწარე იყო ასატანად. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
რაც კი საჭმელი მოიპოვება, ვჭამ, იმ შემთხვევისთვის, ვაითუ სახვალიოდ არაფერი იყოს |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
პეტირ ბეილიშის მსგავსი კაცი, რომელსაც ჰქონდა ნიჭი, ორი ოქროს დრაკონის გახახუნებით მესამე გაეჩინა, ფასდაუდებელი იყო მეფის მარჯვენისთვის. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
რაინდები და ლორდისწულები იყვანენ ერთმანეთს ტყვედ და მერე გამოსასყიდებს იხდიან, მაგრამ შენნაირები დანებდებიან თუ არა, ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია, |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
როდესაც ბრძოლები შემოაკლდებათ, მეომრები კერვასა და ჭირნახულზე იწყებენ ფიქრს. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
ჯადოქრობა ის საწებელია, ბრიყვები თავიანთ მარცხს რომ მოასხამენ ხოლმე, საკუთარი უმაქნისობა რომ დამალონ. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
ხმლების გრიგალი
რედაქტირებაზოგ ბრძოლას ხმლებითა და შუბებით იგებენ, ზოგს კი ყორნებით. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
მწყობრ ბრძოლაში სიმამაცეზე მეტად დისციპლინა ფასობს. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
ჭკვიანი კაცი არასდროს არ გადაიმტერებს მეფეს |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
მსოფლიო, როგორიც მე მინახავს, არცერთი ადამიანი არ მდიდრდება სიკეთით. |
ის, რაც ჩვენ გვინდა, ყოველთვის არ არის ის, რასაც ვიღებთ. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
ყველაზე დიდი სულელები ხშირად უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე მამაკაცები, რომლებიც მათ დასცინიან. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
ჩრდილოეთს ახსოვს |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
ზოგჯერ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის არაფერი. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
ძველი ისტორიები ძველ მეგობრებს ჰგავსო, ამბობდა იგი. დროდადრო უნდა ეწვიოთ მათ. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
როგორ ფიქრობ, ნახევარი სამყარო მხოლოდ იმიტომ გამოვიარე, რომ კიდევ ერთი ცრუ მეფე ცარიელ ტახტზე ავიყვანო |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
მარცხი დაავადებაა, გამარჯვება კი წამალი. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
კაცი რომელიც ამბობს რომ მეფეა ის ჭეშმარიტი მეფე არ არის. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
გომბეშოს ფრთები ეზრდება და თვლის, რომ სისხლიანი დრაკონია. |
ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
ნადიმი ყვავებისთვის
რედაქტირებაშელოცვები და ვედრება ქურუმების და სეპტონების საქმეა და მათ დაანებე. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
კაცები სათანადოდ ვერასოდეს შეგაფასებენ, ამპარტავნება კი აიძულებთ, სწრაფად მოგინდომონ დამარცხება, რათა არავის ათქმევინონ, ქალმა ქანცი გააძროო. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
ყოველი სიტყვა ტკივილით ითქმებოდა, მაგრამ ასეთია სამყაროს წესი: კაცმა უნდა იბრძოლოს, რათა იცოცხლოს |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
მინის სანთელი ჭეშმარიტებას და სწავლას აღნიშნავს, იშვიათ, ნატიფ და მსხვრევად რამეებს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
მამაცი კაცი ხმლით კლავს, მხდალი – ღვინის ტიკით. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
იმას ვერ გიბრძანებ, მამაცი იყავი-მეთქი, მაგრამ შემიძლია გიბრძანო, შიში დამალო. ფიცი გაქვს წარმოთქმული, სემ, ხომ გახსოვს? |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
ცოდნა იარაღია, ჯონ. კარგად შეიარაღდი, სანამ საბრძოლველად გაემართებოდე. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
როცა ცივი ქარები ქრიან, მარტოხელა მგელი იღუპება, ხროვა კი გადარჩება. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
მე კი სიკვდილის ბუნების შესწავლა მოვიწადინე და ამისთვის ცოცხალ სხეულებს ვკვეთდი. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
განა რა ღირს გვირგვინი, თუ ყვავს შეუძლია, მეფით ისადილოს? |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
ისტორია ბორბალია, რადგანაც ადამიანის ბუნება არსებითად უცვლელიაო. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
მირჩევნია, ჩემი ისტორია მკვდარი იყოს. მკვდარი ისტორია მელანია, ცოცხალი – სისხლი. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
ქალი შეიძლება ტიროდეს მაგრამ დედოფალი არა |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
საბოლოოდ ყველა კაცმა მას უნდა სცეს თაყვანი, სულერთია, შვიდთა განადიდებენ თუ ნათლის უფალს, მთვარის დედას თუ დამხრჩვალ ღმერთს ან დიად მწყემსს. კაცთა მთელი მოდგმა მისია... თუ სადმე სამყაროში არ არსებობს უკვდავი ხალხი. იცი ვინმე, უკვდავი რომ იყოს? |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
ყველა კაცმა უნდა იმსახუროს, – და ასეც იქცეოდა, სამი დღე ყოველი ოცდაათიდან. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
ბრძოლის მეორე დილას ყვავები ერთნაირად ნადიმობდნენ გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ხორცით, როგორც ოდესღაც რეიგარ ტარგარიენით ინადიმეს, სამკბილას მერე. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
სიბნელეში ყველა ღმერთი უცხოა. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
ცეკვა დრაკონებთან
რედაქტირებასოკო ჯობია, ვიდრე ხმლით კისრის წაგდებინება, ასე არ არის? რატომ უნდა მოკვდე პირში სისხლის, როცა შეიძლება, ნივრის და ერბოს გემოს გრძნობდე? |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
რასაც ერთი მეფე შექმნის მეორეს შეუძლია გააუქმოს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
კაცს თუ კურდღლების მეფობა უნდა, ჭკუას იზამს, გრძელი ყურები გაიკეთოს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
არასოდეს ენდო მზარეულს, მილორდ. იქ ჩაგისაფრებენ შავქლიავს, სადაც სულ არ ელი. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
ჯონ სნოუ მკვდარი ბავშვების დაწვაზე დარდს შეეშვა; აი, ცოცხლები სხვა საქმე იყო. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
ასაკი არავის გვალამაზებს. მე ჯერაც დავტირი ჩემს ძვირფას ცხვირს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
ოქრო გამოსადეგი რამაა, მაგრამ ომებს რკინა იგებს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
კედლის სიმაღლე მისი ძალა იყო; სიგრძე კი – მისი სისუსტე. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
გამარჯვებულ მხარეს მხოლოდ სულელი თუ აქცევს ზურგს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
მეთევზე დაიხრჩო, მაგრამ მისმა ასულმა სტარკს დებამდე მოაღწევინა, სანამ ნავი დაიძირებოდა. ამბობენ, სტარკმა გოგოს სავსე ქისა ვერცხლი და მუცელში ბუში დაუტოვაო. ჯონ სნოუ, ასე დაარქვა დედამისმა, ერინის სახელი მისცა. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
კაცებს უყვართ წუწუნი თავიანთ ცოლებზე და ლორდებზეო... უცოლოები ორჯერ მეტს წუწუნებენ ლორდებზე |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
არა. ყური დამიგდე, დენერის ტარგარიენ. მინის სანთლები ანთია. მალე მოვა – თეთრი ჭაკი და მას სხვები მოჰყვებიან. კრაკენი და შავი ცეცხლი, ლომი და ფასკუნჯი, მზის ძე და ჯამბაზის დრაკონი – ამათ არც ერთს არ ენდო. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
ცხენს მართალი სუნი აქვს. რასაც ზოგ დიდებულ ლორდზე და ვაჭარ პრინცზე ვერ იტყვი. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
კედელი მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენად ძლიერი გუშაგებიც ჰყავს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
მკითხველი, სანამ მოკვდებოდეს, ათას სიცოცხლეს გადის, – თქვა ჟოჟენმა, – მას, ვინც არ კითხულობს, მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
სამი მეფე საკმარისზე ორით მეტია. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
მკვდარს ცოცხალზე უკეთესად არ უნდა აჭმევდნენ |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
მას ცეცხლი სურს, დორნმა კი შლამი გამოუგზავნა. შლამისგან შეგეძლო, სალბუნი გაგეკეთებინა და ცხელებისთვის გეწამლა. შეგეძლო, მასში თესლი ჩაგეყარა და შვილების გამოსაკვებად მოსავალი მოგეწია. შლამი გამოგკვებავს, მაშინ, როცა ცეცხლს მხოლოდ შენი ჩანთქმა შეუძლია, მაგრამ ბრიყვებს, ბავშვებს და ყმაწვილ ქალებს მაინც ყოველთვის ცეცხლი ურჩევნიათ. |
ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
ამაყ ადამიანებს შეიძლება ბევრი ეყვირათ, მონობაში სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობსო, მაგრამ სიამაყე იაფად ფასობდა. როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ასეთი ადამიანები დრაკონის კბილებზე უფრო ძნელი საპოვნელი ხდებოდა |