ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან (1976)
რედაქტირებაყოველმან ჩემმან მპოვნელმან — ოთარ ჭილაძის რიგით მეორე რომანი.პირველად გამოიცა 1976 წელს და მაშინვე ბესტსელერი გახდა.რომანი თარგმნილია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და მსოფლიოს სხვა ენებზე. „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ ალეგორიულად ასახავს ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ დღეებსა და რუსეთის იმპერიული ძალაუფლების ისტორიულ-პოლიტიკური ეპოქის დადგომას.[1] ნაწარმოები დატვირთულია სიმბოლოებით, ალეგორიებით და პასაჟებით ბიბლიიდან თუ საქართველოს ისტორიიდან.რომანი, ისევე როგორც გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, მაგიური რეალიზმის ჟანრშია დაწერილი და სრულიად ახალი მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში.
ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
კაცს ქალი რყვნის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისაგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
რაც არ ეგუება – კვდება. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ვაჟკაცობა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა, გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
– ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო. ყველა ერთნაირად ყარს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი – ადამიანს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი მარტო არასოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
– ვიბადებით, რათა შევცოდოთ, და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანის სიცოცხლესაც და სიკვდილსაც არა თვითონ ადამიანი, არამედ უხილავი სული ქმნის და ადამიანი უმწეოა, იღონოს რამე. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი – არა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
სამშობლო ოჯახიდან იწყება და, თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულ ერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ქალი არსებულის მსახურია და არა წარმოდგენილისა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერცერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი, უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა, და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხურები, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ერთადერთი გზა შეგუებაა, დანარჩენი თავისით მოვა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელაა, რაც არის – ის არის, არც მეტი და არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა, ხოლო მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
სიმახინჯისაკენ მიდრეკილება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რადგან სიმახინჯე სილამაზის ხვალინდელი დღეა, უფრო მშვიდი და ხანგრძლივი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
კაცობრიობის ერთიანობას ერთ ქარგაზე მოჭრილი ნიფხავი კი არ განაპირობებს, არამედ დიადისკენ ერთნაირი მიდრეკილება, შექმნის მოთხოვნილება და უნარი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანისთვის ნამდვილი ის არის, რასაც ეჩვევა ყოველდღიურად, თანდათანობით და სამუდამოდ. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი მხოლოდ მაშინ ითვლება მკვდრად, როცა იმის სიკვდილს შეეგუებიან. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
გაუმართლებელი, გადამეტებული სიკეთე ბოროტებას აღვივებს მხოლოდ. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის, მაგრამ ქალმა ერთხელ მაინც თუ გაიტანა შენი ქოთანი თავისივე სურვილით, არათუ გიცნობს უკვე, დედაზე მეტი უფლებითაც სარგებლობს, რადგან დედა რასაც განუსჯელად და სიხარულითაც გააკეთებდა, ის განსჯითა და ზიზღით აკეთებს. ზიზღსაც ძლევს, რადგან ადამიანად გთვლის, სულერთი არა ხარ მისთვის და ყველაფერი აინტერესებს შენი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი იმას კი არ ირჩევს, რაც მას უნდა, არამედ, იმას თანხმდება, რასაც თავზე ახვევენ… ანდა იღუპება. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედო ბრძოლა სჯობია. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
თანაგრძნობა მხოლოდ იმისგან შეიძლება მიიღო, ვისაც შენს უბედურებასთან არაფერი ესაქმება, ვისი ხელიც არ ურევა შენს უბედურებაში. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
- ↑ მანანა კვაჭანტირაძე: “განგაშის რომანები”