მიგელ დე სერვანტესი

(გადმომისამართდა მიგელ სერვანტესი-დან)

მიგელ დე სერვანტესი (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი — გ. 23 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“.

მიგელ დე სერვანტესი

ციტატები

რედაქტირება
  •  

სილამაზეს თავდაჭერილობა შეჰფერის, უმიზეზო სიცილი კი გონებაშეზღუდულობის ნიშანია.

  ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.

  •  

ყველანი სიკვდილის შვილნი ვართ.

  ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.

  •  

რაგინდ კეთილსინდისიერი და დახელოვნებულიც უნდა იყოს მთარგმნელი, მაინც ვერ მიაღწევს იმის სრულყოფილებას, რაც ნიშნეულია დედნისთვის.

  ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.

  •  

ყოველი ისტორია მხოლოდ მაშინაა რიგიანი, როცა დამაჯერებელია.

  ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.

  •  

ჭეშმარიტება ისტორიის ასულია, თვით ისტორია კი - მარადმედინი დროის მეტოქე, კაცთა ქმედების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოს ნიმუში და მაგალითი, მერმისისათვის კი - გაფრთხილება.

  ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.

  •  

სულაც ნუ გაწუხებს ის, რაც მე სიამოვნებას მანიჭებს.

  ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.

  •  

ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

  ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.


  •  

არიან ადამიანები, რომელთაც ლათინურის ცოდნა ხელს არ უშლით, რომ ვირებად დარჩნენ.


  •  

ყოველ ღორსაც დაუდგება წმინდა მარტინის დღე (როცა ღორებს კლავენ).


  •  

დედის მუცლიდან შიშველი გამოვედი და შიშვლადვე მივიქცევი წიაღ.


  •  

არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნებოდეს რაიმე ჭკუის სასწავლი.


  •  

არაფერი ისე იაფი არ ჯდება, როგორც თავაზიანობა და არაფერი ისე ძვირად არ ფასობს, როგორც თავაზიანობა.


  •  

სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად.



. დამნაშავის ცოდვა ხშირად მართალსაც მოეკითხება ხოლმე


დონ კიხოტი, მიგელ დე სერვანტესი