პეტრე ჩაიკოვსკი
პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი - (რუს.: Пётр Ильич Чайкoвский; დ. 7 მაისი, 1840, ახლანდელი ქ. ვოტკინსკი, უდმურტეთი — გ. 6 ნოემბერი, 1893, პეტერბურგი) — რუსი კომპოზიტორი.
ციტატები
რედაქტირებაერთადერთი ინტერესი, რომელიც მაკავშირებს ცხოვრებასთან, ეს ჩემი შემოქმედებაა. |
სილამაზე მუსიკაში მდგომარეობს არა ეფექტებისა და ჰარმონიული დახვავებაში, არამედ უბრალოებისა და ბუნებრიობაში. |
გახსოვდეთ, გენიოსობის ნიშნით აღბეჭდილი ადამიანიც ვერაფერს შექმნის არამცთუ დიდებულს, საშუალოსაც კი, თუ იგი ჯოჯოხეთურად არ შრომობს. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მინიჭებული, მით უფრო მეტს უნდა შრომობდეს იგი. |
ჰაიდნი აუცილებელი და მტკიცე რგოლია კომპოზიტორ-სიმფონისტების ჯაჭვში... მან უკვდავყო თავისი სახელი თუ გამოგონებით არა, ყოველ შემთხვევაში სონატისა და სიმფონიის იმ ჩინებული, იდეალურად გონივრული ფორმით, რომელიც შემდეგში სისრულის და სილამაზის უმაღლეს ხარისხამდე აიყვანეს მოცარტმა და ბეთჰოვენმა. |
შუმანის მუსიკა გადაგვიშლის ახალი მუსიკალური ფორმების მთელ სამყაროს, ეხება სიმებს, რომლებსაც არ შეეხებიან მისი დიდი წინამორბედები. |
მე ვლაპარაკობ მუსიკალურ ენაზე იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს რაიმე სათქმელი. |
მგონია, რომ მე დაჯილდოებული ვარ თვისებით - მართლად, გულწრფელად და უბრალოდ გამოვხატო მუსიკით ის გრძნობები, განწყობილებები ან სახეები, რომლებსაც შთამაგონებს ტექსტი. ამ გაგებით მე რეალისტი და ჭეშმარიტი რუსი ადამიანი ვარ. |
მხოლოდ იმ მუსიკას შეუძლია გულში მოხვედრა და აღელვება, რომელიც შემოქმედის სულის სიღრმიდან მოედინება. |
ღმერთო ჩემო! რა მოკლეა სიცოცხლე! რამდენი რამ უნდა გავაკეთო ვიდრე ვიგრძნობ, რომ დროა შევჩერდე! |
ჩემი რწმენა მომავლის სამართლიან განაჩენში ურყევია. მე წინასწარ სიცოცხლეშივე ვტკბები დიდების იმ მცირედი ნაწილით, რომელსაც რუსული ხელოვნების ისტორია მომანიჭებს. |
ჩემი ღრმა რწმენით, მოცარტი არის უმაღლესი, კულმინაციური წერტილი, რომელსაც მუსიკის სფეროში მიაღწია სილამაზემ. |
იმას, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას შევწირე , მოცარტს უნდა ვუმადლოდე. მან მისცა ბიძგი ჩემს მუსიკალურ ძალებს, მან მაიძულა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე შემყვარებოდა მუსიკა. |
გენიალური მოხუცი ვერდი „აიდასა“ და „ოტელოში“ იტალიელ მუსიკოსებს ახალ გზებს უკვლევს. |