უილიამ (ბილ) ბერნბახი (ინგლ. William (Bill) Bernbach) ( დ. 13 აგვისტო, 1911, ნიუ-იორკი — გ. 2 ოქტომბერი, 1982, ნიუ იორკი) — ამერიკული სარეკლამო ხელოვნების ლეგენდა, DDB-ს (Doyle Dane Bernbach) ერთ-ერთი დამაარსებელი.

ციტატები რედაქტირება

  •  

დარწმუნებული იყავი, რომ ისე ამბობ სათქმელს, თითქოს ეს შენამდე არასდროს თქმულა.


  •  

ყველაზე ძლიერი ელემენტი რეკლამაში სიმართლეა.


  •  

რეკლამა ვერ გახდის პროდუქტს კარგს, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ხაზი გაუსვას მის დადებით მხარეებს.


  •  

ჭეშმარიტება არაა ჭეშმარიტება, სანამ ხალხი არ ირწმუნებს მას. ხალხი მას არ ირწმუნებს, თუ არ ეცოდინებათ, რას ეუბნები, ისინი ამას ვერ გაიგებენ, თუ არ მოგისმენენ, ისინი არ მოგისმენენ, თუ სათქმელს საინტერესოდ არ გამოხატავ, მათთვის საინტერესო კი ვერასდროს გახდები, თუ არ ისწავლი სათქმელის ახლებურად, ხატოვნად და ორიგინალურად გამოხატვას.


  •  

ლოგიკა და ზედმეტი ანალიზი ბოჭავს იდეას. იდეა სიყვარულივითაა - რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდები მის არსს, მით უფრო სწრაფად გაქრება.


  •  

ჰგავდეს სხვებს - ეს ნამდვილი თვითმკვლელობაა რეკლამის სფეროში მომუშავე ადამიანისათვის.


  •  

პრინციპს არ შეიძლება ვუწოდოთ პრინციპი, სანამ ის არ შეიძენს გარკვეულ ღირებულებას.


  •  

ყველა ჩვენგანი, ვინც პროფესიონალურად იყენებს მასმედია, საზოგადოებისათვის მოქანდაკესავითაა. ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ იგი ვულგარული, სასტიკი ან დავეხმაროთ მას უფრო მაღალ განვითარების საფეხურზე გადასვლაში.


  •  

წესები იმისთვისაა, რომ ხელოვანმა დაარღვიოს. დაუწყარი იდეები არასდროს წარმოშობილა რაიმე ფორმულიდან.


  •  

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნიჭიერი ხარ, მაინც ვერ გამოიგონებ პროდუქტის იმ უპირატესობას, რომელიც მას არ გააჩნია. და თუ მოახერხებ ამას, ეს იქნება ტრიუკი, რომელიც მაინც გამოაშკარავდება.


  •  

არავინ ითვლის რეკლამებს, მომხმარებელი უბრალოდ იმახსოვრებს შთაბეჭდილებას, რომელიც მასზე მოახდინე.


  •  

ერთი კრეატიული რეკლამა ყოველთვის აჯობებს ათ უბრალო რეკლამას.


  •  

კარგი სარეკლამო კამპანია მხოლოდ დააჩქარებს უხარისხო პროდუქტის მარცხს - მისი საშუალებით ხალხი უფრო მალე შეიტყობს, რომ ის ცუდია.