ფრანსუა დე ლაროშფუკო

ფრანსუა დე ლაროშფუკო (დ. 15 სექტემბერი; 1613 - გ. 17 მარტი, 1680) — ფრანგი მჭერმეტყველი და მემუარების ავტორი.

ფრანსუა დე ლაროშფუკო

ციტატები

რედაქტირება
  •  

„არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი.“

  •  

„მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას — არავინ.“

  •  

„ადამიანის ღირსებებზე მისი თვისებით კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, არამედ როგორ იყენებს მას.“

  •  

„თუკი სიყვარულზე მისი ჩვეულებრივი გამოვლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის უფრო მტრობასა ჰგავს, ვიდრე მეგობრობასა.“

  •  

„ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი — ყველაფერი.“

  •  

„ბობოქარ ვნებათა შორის ქალს ყველაზე მეტად შვენის სიყვარული.“

  •  

„განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს, ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.“

  •  

„ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია.“

  •  

„ადამიანთა უმრავლესობისთვის სამართლიანობისკენ ლტოლვა უსამართლობისგან აღძრული შიშია.“

  •  

„ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე.“

  •  

„არსებობს სიყვარულისაგან განკურნების ათასგვარი საშუალება, მაგრამ არცერთი სანდო არ არის.“

  •  

„ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.“

  •  

„ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.“

  •  

„ადამიანები თავს იწონებენ, როცა ისე იქცევიან, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება.“

  •  

„ამ ქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, მხოლოდ ერთი მამაკაცის სიყვარულს რომ დასჯერებოდეს.“

  •  

„დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით ეგებებოდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.“

  •  

„არც ერთ ვნებაში თავის თავისადმი სიყვარული ისე მძლავრად არ არის გამეფებული, როგორც მიჯნურობაში, ადამიანი ნიადაგ მზადაა, სატრფოს სიმშვიდე დაურღვიოს, ოღონდ თავად იყოს მშვიდად. “

  •  

„ადამიანი, რომელსაც არავინ მოსწონს, გაცილებით უბედურია, ვიდრე ის, ვინც არავის მოსწონს.“

  •  

„ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს.“

  •  

„უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.“

  •  

„ადამიანის გონებასა და გულს, ისე როგორც მეტყველებას, თავისი ქვეყნის ელფერი დაჰკრავს.“

  •  

„ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის, რასაც ბედისწერა მიუძღვნის.“

  •  

„მთელი არსებით მხოლოდ იმიტომ არ ვეძლევით ერთ რომელიმე ბიწს, რომ ბევრი ბიწი გვაქვს.“


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება