შარლ მორის დე ტალეირანი
შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (ფრანგ. Charles Maurice de Talleyrand-Périgord), (1754 - 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი–ფილიპეს მთავრობით.
ციტატები
რედაქტირებათუ ახალი რელიგიის შექმნა გსურთ, მაშინ მიეცით ნება ჯვარს გაცვან და აღსდექით მესამე დღეს. |
ვინც ფლობს ინფორმაციას – ის ფლობს მსოფლიოს. |
ერთადერთი სწორი პრინციპია, - არ გქონდეს არავითარი პრინციპი. |
სიტყვები – ეს ხმლებია. |
ქორწინება ისეთი მშვენიერი რამაა, რომ მასზე მთელი ცხოვრება უნდა იფიქრო. |
პოლიტიკაში ის, რაც ხალხს სჯერა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სინამდვილე. |
ფინანსისტები თავის საქმეებში წარმატებას მაშინ აღწევენ, როცა სახელმწიფო საკუთარს ვერ ერევა. |
არსებობს ცილისწამებაზე უფრო საშინელი იარაღი; ეს არის ჭეშმარიტება. |
ნუ ენდობით გულის პირველ წადილს - იგი, როგორც წესი, კეთილშობილია. |
დიპლომატის საუკეთესო თანაშემწე მისი მზარეულია. |
ინგლისში არის სულ 2 სოუსი და 300 კონფესია. საფრანგეთში კი, პირიქით, – სულ 2 კონფესიაა და 300 სოუსი. |
ქალებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ჩვენ, მაგრამ მათსავე ინტერესებშია, რომ ეს უფლებები ვერ გამოიყენონ . |
გრძელი სიტყვა ისევე ვერ წასწევს წინ საქმეს, როგორც გრძელი სამოსელი ვერ წაგვადგება სიარულში. |