ჯონ ფიცჯერალდ კენედი

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი

ჯონ ფიცჯერალდ კენედი (ინგლ. John Fitzgerald Kennedy; 29 მაისი, 1917 - 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, რობერტ ფ. კენედისა და თედ კენედის ძმა, პირველი ქმარი ჟაკლინ კენედი-ონასისისა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი, 1963 წლის 11 ივლისი.

ციტატები

რედაქტირება
  •  

ან კაცობრიობა დაამთავრებს ომს, ან ომი დაამთავრებს კაცობრიობას


  •  

ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება.


  •  

მე ბერლინელი ვარ!

 

Ich bin ein Berliner (1963)


  •  

მიუტევეთ თქვენს მტრებს, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ მათი სახელები.


  •  

ნუ იკითხავთ რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის; იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ქვეყნისათვის.


  •  

სწორედ მაშინ უნდა შეაკეთო შენი სახლის სახურავი, როცა მზე ანათებს.