1984 (რომანი)

(გადმომისამართდა 1984-დან)

1984 - ინგლისელი მწერალის ჯორჯ ორუელის რომანი.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
1984 (რომანი)
  • პარტიის სამი ლოზუნგი:
ომი მშვიდობაა
თავისუფლება მონობაა
უცოდინრობა ძალაა
  • დიდი ძმა გითვალთვალებს
  • ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც
  • თავისუფლება ეს არის იმის თქმის უფლება რომ ორჯერ ორი ოთხია
  • წლიდან წლამდე შემცირდება სიტყვების რაოდენობა და, შესაბამისად, ცნობიერების დიაპაზონიც.
  • ყოველი შემოკლება წარმატებაა, რაც ნაკლები სიტყვები გაქვს ასარჩევი, მით ნაკლებად ფიქრობ.
  • ვიდრე არ შეიგნებენ, არასოდეს აჯანყდებიან, და ვიდრე არ აჯანყდებიან, ვერაფერს შეიგნებენ.
  • სანამ ადამიანი ადამიანად რჩება, სიკვდილი და სიცოცხლე ერთია.
  • "ამ თამაშს ჩვენ ვერ მოვიგებთ, მაგრამ ზოგიერთი მარცხი სჯობს სხვა მარცხს. სულ ესაა"
  • მათი ხვევნა-კოცნა ბრძოლა და გამარჯვება იყო, ანუ პარტიისთვის მიყენებული დარტყმა, ანუ პოლიტიკური აქტი
  • ყველაფერს გათქმევინებენ, ყველაფერს, მაგრამ ვერ დაგაჯერებენ. შენში ვერ შემოვლენ. როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ღირს ადამიანად დარჩენა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს არავითარ შედეგს არ იძლევა, მაშინ ისინი დამარცხებული გყავს.
  • საუკეთესო წიგნები ისინია, რომლებიც ისეთ რამეს გეუბნებიან, რაც უკვე იცი
  • მთელი ისტორიის მანძილზე, არსებობდა სამი კატეგორიის ადამიანი: მაღალი, საშუალო და დაბალი. მაღლების მიზანია იქვე დარჩნენ, სადაც არიან. საშუალოების მიზანია, შეენაცვლონ მაღლებს. დაბლების მიზანი კი, ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება.
  • მასები არასოდეს ჯანყდებიან თვითშეთანხმებით და არც, უბრალოდ თავისი დაჩაგრულობის მიზეზით. მათ ხომ არასოდეს ჰქონიათ უფლება, ჰქონოდათ საზომები შესადარებლად, და ისიც კი არ იციან, რომ დაჩაგრულები არიან.
  • მსოფლიოს დაპყრობა ყველაზე მტკიცედ მათ სჯერათ, ვინც იცის, რომ ეს შეუძლებელია.
  • უმცირესობაში ყოფნა - თუნდაც ერთკაციანში - გიჟად არ გაქცევს.