გენიალური ადამიანი ა წარმოადგენს მხოლოდ მორალურ არსებას, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, პირიქით, ის წარმოადგენს მრავალი საუკუნისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტის მატარებელ არსებას. ამიტომაც ის უმეტესად სხვებისთვის ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი თავისათვის.
გენიოსების უკვდავების გარანტია მარტო მათი გენიოსობა კი არ არის, არამედ ადამიანთა თაობების განუწყვეტელი ერთგულება მათი შემოქმედებისადმი, მაშასადამე, დამფასებელთა გემოვნების სიმტკიცე.
გენიოსთა სიზმრები ჭეშმარიტებაა. დიად ადამიანთა წინასწარმეტყველებანი გასაოცარი და ზედმიწევნითი სიზუსტით მართლდება. უფრო ხშირად ისინი მოულოდნელად და უჩვეულოდ სრულდება ხოლმე, მაგრამ მათ ყოველთვის აზრი წარმოშობს.
დამსახურებას ისევე ნიადაგ თან ახლავს სახელი, როგორც ყოველივე სხეულს მისივე ჩრდილი, თუმცა ისევე, როგორც ჩრდილი, ის ხან წინ უძღვის და ხან უკან მისდევს მას.