ისტორია
ისტორია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის წარსულს. მისი შესწავლის ძირითადი საგანია:
ბუნების, საზოგადოების, ცივილიზაციის, სახელმწიფოს, სხვა ობიექტების, მოვლენების განვითარების პროცესი; საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი (ისტორიული მეცნიერებები), რომელიც შეისწავლის კაცობრიობის განვლილ გზას, წარსულს მისი მთელი მრავალფეროვნებით და კონკრეტულობით.
ციტატები
რედაქტირებაარქეოლოგები მიწიდან თხრიან ისტორიას, რომელიც დამარხეს პოლიტიკოსებმა. | |
— ლაუბი, გაბრიელ |
ისტორიაში მხოლოდ ანეკდოტები მიყვარს. | |
— მერიმე, პროსპერ |
ყველაფერი ღვთის ხელშია, ისტორიის გარდა. | |
— იეჟინა, ზბიგნევ |
მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა. | |
— შილერი, ფრიდრიხ იოჰან |
მსოფლიო ისტორია არის ხალხის ხალხზე გამარჯვების ისტორია. | |
— ჟერომსკი, სტეფან |
ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლიათ. | |
— შოუ, ჯორჯ ბერნარდ |
თუ ეს ისტორიაა, მირჩევნია წავიკითხო იგი და არა ვიმონაწილეო მასში. | |
— პიაფი, ედიტ |
ისტორიკოსი - უკან მიმართული წინასწარმეტყველია. | |
— შლეგელი, ფრიდრიხ |
ისტორია — ფაქტების კრებულია, რაც არ უნდა მომხდარიყო. | |
— (უცნობი ავტორი) |
ისტორია — საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით. | |
— განდი, ინდირა |
ისტორია — ჩვენი ქმედებების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოსთვის მაგალითი, მომავლის განაფრთხილებელი. | |
— სერვანტესი, მიგელ |
ისტორია არის მაგალითებზე დაფუძნებული ფილოსოფია. | |
— ბოლინგბორი, ჰენრი |
ისტორია არის ლურსმანი, რომელზეც ვკიდებ რომანებს. | |
— დიუმა, ალექსანდრე (უმცროსი) |
ისტორია არის მეცნიერება იმაზე რაც აღარ ასრის და არც იქნება. | |
— ვალერი, პოლ |
ისტორია არის მიცვალებულთა, ცოცხალთა და ჯერ არ შობილთა შორის კავშირი. | |
— ბერკი, ედმუნდი |
მსოფლიო ისტორია არის დიდი პიროვნებების ბიოგრაფიები. | |
— კარლეილი, ტომას |
ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად. | |
— პლინიუს უმცროსი |
ისტორია იწერება გამარჯვებულთა მიერ. ისტორიას წერენ ისინი ვინც ცოცხალი რჩება. | |
— ლერნერი, მაქს |
ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები. ემერსონი, რალფ ულდო | |
— ემერსონი, რალფ ულდო |
კალენდრები, ისტორიის ვადაგასული ვექსილებია. | |
— შენდეროვიჩი, ვიქტორ |
ყველა სულელს შეუძლია ისტორიის შექმნა, მაგრამ მის ჩასაწერად გენიოსია საჭირო. | |
— ოსკარ უაილდი |
ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს. | |
— ორუელი, ჯორჯ |
ისტორია რომანია, რომელიც იყო, რომანი ისტორიაა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო. | |
— ჟულ გონკური |