•  

ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო.

  ქართული ანდაზა
  •  

ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა, ის ცხენოსნობას ვერ ისწავლისო.

  ქართული ანდაზა
  •  

შეცდომა სიყალბედ არ ითვლება.

  გერმანული და რუსული ანდაზა
  •  

ცდომილება კაცის თვისებაა.

  გერმანული ანდაზა
  •  

ერთი შეცდომა მეორეს იწვევს.

  გერმანული ანდაზა
  •  

შეცდომას ის იწვევს, რომ უკეთესი არ ვიცით.

  დემოკრიტე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ვინც ბევრს გაბედავს, ბევრჯერაც შეცდება.

  — მენანდრე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა ბევრჯერ შეიძლება, სწორ საქციელს კი მხოლოდ ერთი გზა გააჩნია.

  არისტოტელე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

მძიმე შეცდომა ხშირად იქცევა ბოროტმოქმედებად.

  სენეკა

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

მცირე, გამოუსწორებელი შეცდომები ადვილად გადადის დიდ მანკიერებაში.

  სენეკა

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა ადამიანურია.

  სენეკა

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეიძლება ცდებოდეს ყოველი ჩვენგანი, ოღონდ შეცდომას ბოლომდე იცავს მხოლოდ გიჟი.

  ციცერონი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ადამიანი მუდამ ცდება, ვიდრე ისწრაფვის.

  გოეთე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდა ვართ, ოღონდ სიბერემდე კი არ უნდა ვათრიოთ იგი.

  გოეთე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ — ვიცითო.

  ჟან-ჟაკ რუსო

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმდენი ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.

  — ფ. ფენელონი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

არა შეცდომის გასწორება, არამედ მისი ჯიუტად დაჟინება შელახავს როგორც ცალკეული კაცის, ისე ადამიანთა მთელი ორგანიზაციის ღირსებას.

  ბენჯამინ ფრანკლინი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

სცთების და სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს, ოღონდ დიდი ადამიანები აღიარებენ თავის შეცდომებს.

  — ბ. ფონტენელი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

მორცხვობა იქნებ მისაღები იყოს ყველგან, ოღონდ არა საკუთარი შეცდომების აღიარებისას.

  დორის ლესინგი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენ.

  — ა. პოპი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

არ ცდება იგი, ვინც არაფერს აკეთებს, თუმცა სწორედ ეს არის მის მთავარი შეცდომა.

  ლევ ტოლსტოი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

კაცი ძლიერი ხდება, როცა თავის სისუსტეს აღიარებს.

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულიად უცდომელად მიიჩნევს.

  — ტ. კარლეილი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომებისა ნუ გეშინიათ, მათ გარეშე ვერ იცხოვრებთ.

  მაქსიმ გორკი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა ყველაზე უფრო ღრმა ფორმაა გამოცდილებისა.

  — მ. კესელი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომები ირონიულად მიგვასწავლიან გზას ჭეშმარიტებისაკენ.

  — ა. რაიცი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987